Pages

Friday, July 12, 2019

ჯერემი ჰანტი ამბობს, რომ არ იცის როდის დასრულდება Brexit-ი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჯერემი ჰანტი ამბობს, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ Brexit-ი შობამდე დასრულდება. თუმცა, იმედოვნებს, რომ ეს ასე მოხდება. ამის შესახებ BBC წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი ოპონენტი ბორის ჯონსონი კი ამბობს, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბრამდე დატოვებს.
ახლა ეს ორი კანდიდატი ბრიტანეთის პრემიერობისთვის იბრძვის.
ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს, დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment