აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიამ გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაცია მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების საკითხების შესწავლაზე $5 მილიარდს დახარჯავს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ინფორმაციას Reuters-ი Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია სწავლობს Facebook-ის საქმეს ინფორმაციის არასაიმედო გაცვლის შესახებ, რომელიც 87 მილიონ მომხმარებელს ეხება.
საქმეში ფიგურირებს კომპანია Cambridge Analytica-ს რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2011 წელს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის არაჯეროვან გაცვლას ჰქონდა ადგილი.
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის დადგენილების შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი 1,8%-ით გაიზარდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ Facebook-ი მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზის გამო $3-დან $5 მილიარდამდე გადაიხდიდა.
Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment