Pages

Wednesday, August 21, 2019

"გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში..." - "კურიერის" წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ, საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა

„კუ­რი­ე­რის“ წამ­ყვა­ნებ­მა დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ამ და მი­ხე­ილ სე­სი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ და­ტო­ვეს. მათ წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ კუ­რი­ე­რის და­წყე­ბი­სას გა­ა­კე­თეს. მათ „რუს­თა­ვი 2“ - ის ეთე­რი­დან მა­ყუ­რე­ბელს ბო­ლო­ჯერ მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც დღეს კუ­რი­ე­რი ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„13 წე­ლია ამ სტუ­დი­ი­დან გე­სალ­მე­ბით და დღეს იმა­ზე მე­ტად ვღე­ლავ, ვიდ­რე მა­შინ, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვთქვი - ეთერ­შია კუ­რი­ე­რი 9 სა­ათ­ზე. სწო­რედ 13 წლის წინ შე­ვუ­ერ­თდი გუნდს, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე წერ­და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას. მო­ვე­დი საკ­მა­ოდ ემო­ცი­ურ ფონ­ზე. მახ­სოვს, მო­ვე­დი ბევ­რი ში­ნა­გა­ნი გან­ცდით, რო­გორ მი­მი­ღებ­დნენ და მი­ვი­ღებ­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც 13 წელი ვი­მუ­შა­ვე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო კრი­ზი­სე­ბი, იყო სიმწვა­ვე, იყო შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ტონი ან კომ­პრო­მი­სი. მე და ჩვენ­მა გუნ­დმა ამ არხზე ბევ­რი ომი გა­მო­ვი­ა­რეთ. რუს­თა­ვი 2 და კუ­რი­ე­რი არ და­მი­ტო­ვე­ბია არც მა­შინ, რო­დე­საც ახა­ლი ამ­ბე­ბის სტუ­დია რუ­სუ­ლი ბობმ­დამ­შე­ნე­ბის სა­მიზ­ნე იყო. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა უამ­რა­ვი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით სავ­სე შე­ნო­ბა, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე ჩემი თავ­გან­წი­რუ­ლი კო­ლე­გე­ბი, ურ­ყე­ვი შე­მარ­თე­ბა, ყვე­ლა რუს­თა­ვი 2-ელის უში­შა­რი მზე­რა და ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მის სურ­ვი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო და ეს არის რუს­თა­ვი 2-ის ის­ტო­რია.
მე ამ სივ­რცე­ში გა­მო­ვი­ა­რე ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა დრო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა ბოლო 7-მა წელ­მა, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ნიკა გვა­რა­მი­ას. კუ­რი­ე­რის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რან­ტი ჩემ­თვის, ასე­ვე, იყო ნო­დარ მე­ლა­ძე. ის დღეს ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ჩემ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რუს­თა­ვი 2 არ არის ლოგო. ეს იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და რო­გორც ნო­დარ მე­ლა­ძემ თა­ვის ერთ-ერთ ბოლო ეთერ­ში თქვა - თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რია. ეს არხი ადა­მი­ა­ნე­ბია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, მათ შო­რის მათ, ვი­საც ჯერ კი­დევ სჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას.
მე, დი­ა­ნა ჯო­ჯუა, აფხა­ზე­თი­დან კრემ­ლის მიერ გა­მოგ­დე­ბუ­ლი, ვერც ერთი მი­ზე­ზით, ვე­რა­ნა­ი­რი დაშ­ვე­ბით, ვე­რა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბით ვერ დავ­ჯდე­ბი იმ ეთერ­ში, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში კრემ­ლის მთა­ვა­რი მო­სამ­სა­ხუ­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­საა. დღეს მე იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ გი­თხრათ ნახ­ვამ­დის. ჩვენ ვი­ო­მეთ, თუმ­ცა დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ მო­ახ­დი­ნა არ­ხის ოკუ­პა­ცია. ჩვენ წაგ­ვარ­თვეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა. მე არ ვი­მუ­შა­ვებ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ვე­ღარ გე­ტყვით, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ვტო­ვებ ად­გილს, რო­მე­ლიც იყო ჩემი მე­ო­რე სახ­ლი. ვტო­ვებ ჩემს საყ­ვა­რელ კუ­რი­ერს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც 13 წელი ვი­ცხოვ­რე. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლა „რუს­თა­ვი 2“-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ად­გი­ლას დაჯ­დე­ბა და ყო­ველ სა­ღა­მოს ეტყვის ქვე­ყა­ნას, რომ ეთერ­შია „კუ­რი­ე­რი“. და­ბო­ლოს, მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვა­კე­თებ­დი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი არ­ხის ყვე­ლა­ზე მა­გარ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას და რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა თქვენ - ჩემს მა­ყუ­რე­ბელს, მად­ლო­ბა ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა, რომ ირ­ჩევ­დით „რუს­თა­ვი 2“-ს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment