Pages

Wednesday, August 21, 2019

მექსიკაში შესაძლოა კოკაინის მოხმარება დაუშვან

მექსიკის სამართლის ისტორიაში პირველად,კოკაინის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ორი ადამიანი სასჯელს გადაურჩა, ამის შესახებ BBC ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით ამ დრომდე ქვეყანაში მხოლოდ 0,5 გრამი კოკაინის ფლობა არ ისჯებოდა კანონით. არ არის გამორიცხული რომ მექსიკაში კოკაინის მოხმარება დაუშვან. 
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პირი რომელმაც კოკაინი იყიდა, ფლობდა და მოიხმარდა არ დაისაჯა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს პირები ნარკოტიკს არ ყიდდნენ, ამიტომ არ უნდა დაისაჯნენ. სასამართლო დავა 2019 წლის მაისში დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები დაუპირისპირდნენ. თუმცა აცხადებენ, რომ ხელისუფლებას აქცენტი დანაშაულებრივ ჯგუფებზე გადააქვს და ამიტომ სასამართლო არის ლოიალური. 
ვიკიპედიის მონაცემებით, ამ დროისთვის კოკაინის მცირე დოზების ფლობა და მოხმარება არ ისჯება ბრაზილიაში, პორტუგალიაში, ბოლივიაში, ჩეხეთში, პერუში, ჰოლანდიასა და კოლუმბიაში.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment