Wednesday, May 31, 2017

ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგომ თავი მოიკლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
მომხდარის მიზეზებზე ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

Tuesday, May 30, 2017

ჯეჯელავა: მშობლები ჩივიან შვილები არ კითხულობენო და აღმოჩნდა, რომ თავადაც არ იკლავენ თავს

"კითხვა უნდა შევაყვაროთ ახალგაზრდებს და ამისთვის მხოლოდ სკოლა არ არის საკმარისი ინსტრუმენტი", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემ კითხვაში" ისაუბრა. როგორც მინისტრი აცხადებს, წაკითხული წიგნების სტატისტიკა და წაკითხულის გააზრება ერთმანეთს ემთხვევა. 

"მე მქონდა შეხვედრა მშობლებთან, რომლებიც ჩივიან, რომ მათი შვილები არ კითხულობენ და პირდაპირ ვკითხე ამ მშობლეს, თქვენ თუ კითხულობთ წიგნებს და თქვენი შვილები თუ გხედავენ წიგნით ხელში-მეთქი. რაღაცა ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი თავს არ იკლავდა ამ ამბით.
ძალიან სასიხარულოა, რომ კითხვის და წიგნების გაყიდვის სტატისტიკა და შეადაროთ ამ წაკითხულის გააზრების გაუმჯობესებას თითქმის ემთხვევა ერთმანეთს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ პოპულარიზაციას კითხვისას, ეს ფანტაქტიკა იქნება, მხატვრული ლიტერატურა თუ თანამედროვე ლიტერატურა ისინი არანაკლებ უწყობენ უნარების განვითარებას ხელს", - აღნიშნა მინისტრმა.
ipress.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ჯეჯელავა საატესტატო გამოცდის გაუქმებაზე - "ნაციონალებს" გონება გაუნათდათ, მიხვდნენ, მთლად კარგად ვერ გააკეთეს რაღაცები"

"როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" გაუნათდა გონება, ყველა ეს კომპონენტი მათი შემოღებულია, ახლა მიხვდნენ, რომ ვერ გააკეთეს მთლად კარგად რაღაცები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის გაუქმების მომხრე არაა და საატესტატო გამოცდები უნდა დაიხვეწოს.

"გაუქმებით მგონი არ უნდა გავაუქმოთ, უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. წლევანდელი რაოდენობა სკოლის საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების, პროცენტულად არ განსხვავდება შარშანდელისგან, თუმცა ეს დიდად სანუგეშო არაა.
მოსწავლეები ცდილობენ ატესტატი აიღონ და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ. გერმანიაში თუ ეს რაოდენობა არის 40%, ჩვენთან არის 80%. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული განვითარების პოპულარიზაცია ნელ-ნელა შეამცირებს 12 კლასის ატესტატის აუცილებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის ბავშვები გავლენ ამ გამოცდებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი გაუქმდეს.
AMBEBI.GE

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა და პრესა მავთულხლართებს მიღმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მსახურებით უკმაყოფილოა. კონკრეტულად, პრეტენზია აქვთ მეუფე ისაიას მიმართ, რომელიც ახალგორელებში და ზოგადად, კონფლიქტის ზონაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ადგილობრივი გამოცემა "რესპუბლიკას" ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში, სონია ხუბაევა ამბობს, რომ ამ "პრობლემაზე" ხელმძღვანელობასთან ერთად რამდენჯერმე ისაუბრეს და გადაწყვეტილება მიღებულია: "მეუფე ისაიას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ალანიის ეპარქიაში დარეგისტრირდეს, ან მშვიდობიანად დატოვოს "რესპუბლიკის" ტერიტორია.

გამოცემაში ჩამოთვლილია ახალგორში არსებული ის სამი ტაძარი, სადაც ქართველი სასულიერო პირები მსახურობენ - დედათა მონასტერი სოფელ იკოტაში, რომელსაც იღუმენია სალომე წინამძღოლობს; ახალგორიდან 14 კილომეტრში მდებარე ეკლესია ლარგვისში, რომელსაც მეუფე ისაია წინამძღოლობს და მე-9 საუკუნის ტაძარი სოფელ წირქოლში, სადაც მსახურებას მამა თეოდორე ატარებს.

გამოცემა "რესპუბლიკის" ინფორმაციით, არცერთ სალოცავში, ე.წ. ალანიის ეპარქიის ოს მღვდლებს, იქ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ აქვთ. ქართველი სასულიერო პირები საკვირაო ქადაგებებზე მისულ მრევლს ეუბნებიან, რომ "აქ უფლის მსახურება რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება.

გაზეთთან საუბარში ცხინვალიდან ახალგორში მივლინებული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამბობს, რომ როდესაც საქართველოს სასულიერო პირთან საუბარს შეეცადა, მეუფე ისაიამ მას "ოკუპანტი" უწოდა და ტაძრის კარი მიუხურა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, შეუძლებელია არ ახსოვდეს, თუ როგორი თავდაჭერილია ამ საკითხზე საუბრისას მეუფე...

"ბოდიშს გიხდით, არაფრის გამო არ მიღირს, იქ ურთიერთობა გავირთულო და შესვლა შემეზღუდოს, მით უფრო, თავად მოვიდნენ ჩემთან და იმ გარკვეულ შეზღუდვებს გაუგებრობა ვუწოდოთო, მითხრეს..." - აღნიშნა მეუფემ ჩემთან საუბარში, როდესაც ნიქოზში მასთან სასაუბროდ ჩავედი და ბევრ რამეზე საუბრისგან თავი შეიკავა...

თუმცა, "რესპუბლიკას" ინფორმაციით, ჟურნალისტის თქმით, ასევე არამეგობრულად შეხვდნენ მას იკოტას დედათა მონასტერშიც... "მათთან გასაუბრების მცდელობისას ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ქართულის გარდა, არც ერთ ენაზე არ საუბრობს, არც ესმის და დამტვრეული რუსულით, კატეგორიულად მოგვთხოვა, ტერიტორია დაგვეტოვებინა... ჩვენს შეთავაზებაზე, - თარჯიმანი მიგვეყვანა, მკაცრი უარი მივიღეთ... - ახლა აქ არ იმყოფება იღუმენი და მისი ნებართვის გარეშე უცხოებს ვერ გავესაუბრებით, მით უფრო, თქვენ ისე არ ხართ შემოსილი, აქ დარჩენის უფლება მოგცეთო... - გვითხრეს დედათა მონასტერში და არც იმაზე გაგვცეს პასუხი, შევძლებდით თუ არა დედა სალომესთან გასაუბრებას..", - წერს "რესპუბლიკა".

თავის მხრივ, ცხინვალელი სასულიერო პირის თქმით, - ყველა ღვთისმსახურმა საქმიანობა "ალანიის ეპარქიას" უნდა შეუთანხმოს, მაგრამ ქართველები ამას არ აკეთებენ და ვინაიდან რუსეთის პატრიარქი კირილი სამხრეთ ოსეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამ საკითხს "ალანიის ეპარქია" ვერ წყვეტს. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ" მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ "სამხრეთ ოსეთი ალანიის ეპარქია და კანონიკური ტერიტორიაა" - აცხადებს ოსი სასულიერო პირი.

"რა თქმა უნდა, ყველასთვის მიუღებელია და უკანონოა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ლენინგორის რაიონში, ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ატარებენ, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში არ არიან დარეგისტრირებული და ამის გაკეთებას არც აპირებენ... ამიტომ, ბოლოს, სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყდა, ქართველ სასულიერო პირებს ან ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში დარეგისტრირება შესთავაზონ, ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მშვიდობიანად დატოვონ..." - გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი არ არის, ეს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს თუ არა მეუფე ისაიას.

ფაქტია, რომ ცხინვალის ხელმძღვანელობა ამ საკითხის მიმართ, რატომღაც გულგრილია. არადა, 2014 წლის მაისიდან, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტი შეიცვალა და ბევრ სხვა ახალგორელთან ერთად, არც ქართველ სასულიერო პირებს მიეცათ საშუალება, თუმცა, მეუფე ისაია ახალგორში საქმიანობას მაინც განაგრძობს... საქმე ის არის, რომ საშვის უქონლობის გამო, მეუფე ისაია 2 წელზე მეტი ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში წამოსვლას ვერ ახერხებდა. შემდეგ ეს საკითხი მოგვარდა და მან რამდენჯერმე თბილისში ჩამოსვლაც შეძლო.

პ.ს. ახლახან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

"დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, ის საკითხი, რომ ყოველწლიურად საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების გარკვეული რაოდენობა აწყდება გამოსაშვებ გამოცდებზე პრობლემას, გამოსწორდება მხოლოდ საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ. მათ შორის, დაემატება არჩევითი საგნები და შეიცვლება შეფასებების სისტემაც.
როგორც გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, მოსწავლეების მიერ ბარიერის ვერ გადალახვას არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიზეზი აქვს. ესაა სასკოლო პროგრამები, სკოლის მოწყობა, მასწავლებლების პროფესიული მზაობა, მოსწავლეების მოტივაცია.
”ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე–12 კლასები) შინაარსობრივ  გადამუშავებას, არამედ მოწყობის შეცვლასაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვითონ საშუალო საფეხურის მისიიდან და  სტრუქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, შეფასებების სისტემაც იქნება შეცვლილი.  ზოგადად დაწყებულია მუშაობა საშუალო საფეხურის შინაარსის ცვლილებაზე, განახლებაზე, დიფერენცირებულ მიდგომებზე, სტრუქტურის  ცვლილებაზე. მომდევნო სასწავლო წელს ალბათ დანერგვას ვერ შევძლებთ, თუმცა საპილოტე ვერსია მზად გვექნება,” – აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზოდა საშუალოსაფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9, ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ, რომელმაც თავი გუშინ მოიკლა, თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. დღეს ოჯახმა ეს წერილი გაასაჯაროვა. დღესვე ართმელიძის ოჯახმა და ადვოკატმა განცხადება გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის მიმართ დისკრიმინაცია წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. სასტუმროს მეპატრონეები ამას მათი ქონებით დაინტერესებას უკავშირებენ, თუმცა კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ.
ზაზა ართმელაძის მამა ხასან ართმელაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმრო 2015 წელს მიზანმიმართულად დაწვეს, თუმცა ვინ, ამის შესახებ არ საუბრობს. ოჯახი როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო დავას გააგრძელებს. ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დავა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება, ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, სასტუმროს მეპატრონეებს "პროკრედიტ ბანკი" ოჯახს 300 ათასზე დოლარზე მეტს ედავება. ოჯახს სასტუმრო ბანკში ჰქონდა ჩადებული, ხანძრის შემდეგ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კი, სასამართლომ ქონება "პროკრედიტ ბანკს" მიაკუთვნა.
რაც შეეხება ზაზა ართმელაძის წერილს, ის გუშინ საღამოს ბიბლიაში იპოვეს. მასში საუბარია სასტუმროში 2015 წელს მომხდარ ტრაგედიაზე.
„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას. ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება, ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება! იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს.“- ნათქვამია ართმელაძის წერილში.
ის ხანძრის შემდეგ ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზეც წერს. „ ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, - ნათქვამია წერილში.
ქობულეთში სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თავი გუშინ მოიკლა. ადგილობრივების თქმით, ცხედარი დამწვარი სასტუმროს შენობაში ნახეს. შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
2015 წელს სასტუმროში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მეპატრონე დააკავეს.
imedinews.ge


განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


დღეს საღამოდან 1-ელ ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

დღეს საღამოდან, 1-ელ ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.
31 მაისს და 1-ელ ივნისს იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 
2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება. 
აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ipn.ge


განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად