Friday, June 2, 2017

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღებას გაამარტივებს

იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების გამარტივების პროცედურებს განიხილავს. გადაწყვეტილება იაპონიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მომზადდა. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე. 
1 ივნისს, მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას, ფუმიო კიშიდას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა  მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც  საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების  დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა..
მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ.
მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.  
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

გაზის ახალი ტარიფი ივნისში გახდება ცნობილი

ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით, სემეკის გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯ


დომარემ ირინა მილორავამ განაცხადა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
კომისიაში გაზის ტარიფებზე განაცხადი 4-მა კომპანიამ წარადგინა.
კითხვაზე - გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, ირინა მილორავას განცხადებით, ყველას ექნება შესაძლებლობა დაესწროს სემეკის საჯარო სხდომებს.
მისივე თქმით, ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, თუმცა ძალაში შესვლის თარიღი სემეკის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


Thursday, June 1, 2017

მაღალმთიანი რეგიონებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული. ინფორმაციას Ipress ავრცელებს.
დადგენილების თანახმად, პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრებით იჯარით ისარგებლებენ. იჯარის ვადა 25 წელია. ღირებულება, პირველ და მეორე წელს 1 ჰა-ზე 1 ლარი იქნება, მესამე და შემდგომ წლებში 1 ჰა-ზე 15 ლარი. იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა დაუშვებელია. 
პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზას გაიყვანენ, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

პუტინზე თავდასხმაში ბრალდებული კიევში დაჭრეს

კიევში თავს დაესხნენ ჩეჩენი ეროვნების ადამ ოსმაევს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება 2012 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში სდებს ბრალს. მაშინ ოსმაევს დაუსწრებლად პატიმტობაც შეუფარდეს, თუმცა ის უკრაინაში იმყოფებოდა და დონბასში იბრძოდა.ინფორმაციას Bbc-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
კიევის ცენტრში თავდასხმის დროს მან მძიმე ჭრილობა მიიღო. უკრაინის შსს-ოს წარმომადგენლის, არტემ შევჩენკოს ცნობით, თავდამსხმელი ოსმაევის და მისი მეუღლის, ამინა ოკუევას ნდობით სარგებლობდა. მას უცხოელ ჟურნალისტად იცნობდნენ. ის ოჯახს ინტერვიუს აღების მიზნით დაუკავშირდა. ოსმაევის მეუღლემ თავდაცვის მიზნით საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი დაჭრა.
ამჟამად ორივე მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება.
შსს-ს წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმისას ცეცხლი მანქანიდან გაიხსნა. შემთხვევის ადგილზე სამი პისტოლეტი ნახეს - ორი “მაკაროვი“ და ერთი “გლოკი“. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა 250 000$ დააფინანსა

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი, მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4 წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ 250 000$ დაფინანსება მისცა. 

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania ამოირჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.
ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.
ipress.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


სკოლებში დასაქმებული 67,000 მასწავლებლიდან 2,000-ს უმაღლესი განათლება არ აქვს - აუდიტის სამსახური

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67,000 მასწავლებლიდან 2,000-ს  მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული განათლება აქვს მიღებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საგნის გამოცდა სკოლის მასწავლებელთა მხოლოდ 4% აქვს ჩაბარებული. არსებული რეგულაციით, 2015 წლიდან სისტემაში ვერ უნდა ხვდებოდნენ ისეთი კადრები, რომელბსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული, თუმცა, მსგავსი შემთხვევები მაინც დაფიქსირდა. 

გარდა ამისა,  აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სისტემაში ახალი კადრის აყვანის მეთოდი და გაწეული შრომის ანაზღაურების შეუსაბამობა წარმოადგენს პრობლემას. კადრის მიღების არსებული მექანიზმები ვერ ფარავს იმ რისკს, რომ არაკვალიფიციური კადრები ისევ მოხვდებიან სისტემაში. 

ანგარიშის მიხედვით, სისტემაში არსებული კვალიფიკაციის ნაკლოვანებები სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. წლების განმავლობაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების თანმიმდევრული პოლიტიკის არქონამ და არასაკმარისმა რესურსმა, ვერ უზრუნველყო მასწავლებლების პროფესიული ზრდა. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული კადრების კვალიფიკაციის ნაკლოვანებები უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე. მასწავლებლებში აკადემიური ხარისხის არარსებობის ფაქტები და სერტიფიცირების დაბალი მაჩვენებელი სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადოდ წარმართვის რისკებს ზრდის.

სისტემაში ახალი კადრის შესვლის ნაკლოვანებები - კადრის აყვანის პროცესი სრულიად  დამოკიდებულია სკოლაზე და სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ან მონიტორინგის ბერკეტი. შედეგად, სკოლებში კადრის მიღების პროცესი არ არის საკმარისად გამჭვირვალე, კერძოდ: გამოცხადებულ ვაკანსიებში სწორად არ არის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ხოლო რიგ შემთხვევებში მითითებულია ზოგადი ან პროფესიული განათლების საჭიროება და უგულებელყოფილია უმაღლესი განათლების აუცილებლობა.

ამასთანავე, ანაზღაურების ოდენობა უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრულია გაცილებით ნაკლები ოდენობით, რასაც რეალურად მოცემულ პოზიციაზე მყოფი პირი იღებს. შედეგად, კვალიფიციურ კადრს არ აქვს მოტივაცია, დაინტერესდეს მოცემული ვაკანსიით, რაც კონკურენციას ამცირებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დაკვირვებით გამოვლინდა, რომ სკოლებში არსებულ ვაკანსიებზე სპეციალურად შექმნილი და გაგზავნილი კვალიფიციური რეზიუმეთი დაინტერესდა სკოლების მხოლოდ 50%, ხოლო დანარჩენ 50%-ის მხრიდან არ ყოფილა დაინტერესება და მოცემულ პოზიციაზე მიღებულია დაბალკვალიფიციური კადრი. სამინისტროს ახალი კადრის მოზიდვის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არ აქვს შემუშავებული საკმარისი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლების მიერ ვაკანსიის ფორმირებისა და კადრის შერჩევის პროცესში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას. 

სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შინაარსობრივი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ანაზღაურების განსაზღვრას, ამასთანავე, კადრის შერჩევის პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა, ზრდის სისტემაში 27 დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრების შესვლის რისკს, რაც თავის მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხზე მოახდენს გავლენას.

allmedia.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

 

თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალი ივლისიდან ამოქმედდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ივლისიდან ამოქმედდება. ტერმინალში სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას 1tv.ge წერს. 
”ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, მოფრენის ტერმინალის ამოქმედების შემდეგ აეროპორტი წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. 
ივნისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებენ ახალი ავიაკომპანიები, იზრდება არსებული სიხშირეებიც. ახალი ტერმინალის ამოქმედებამდე, ზაქარაძის განცხადებით, აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს და გაზრდილ მგზავრთა ნაკადს უპრობლემოდ გაუმკლავდება
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად