Friday, May 31, 2019

ბეტმენის როლზე რობერტ პატინსონსა და ნიკოლას ჰოლტს განიხილავენ

მეტ რივზის ფილმში ბეტმენის როლის შემსრულებლის მთავარ კანდიდატს, რობერტპატინსონს კონკურენტი გამოუჩნდა.  
Dailymail-ის ცნობით, The Wrap-ის რეპორტიორმა Twitter-ზე დაწერა, რომ როლისთვის გარდა 33 წლის პატინსონისა, 29 წლის მსახიობი ნიკოლას ჰოლტიც მოიაზრება. მსახიობები ამ ეტაპზე საცდელ გადაღებებში მონაწილეობენ. 
ორი კვირის წინ გამოცემა Variety-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეტმენის მთავარ როლს, დიდი ალბათობით, რობერტ პატინსონი შეასრულებდა. კომპანია Warner Bros.-ს ცნობით კი ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხვალიდან ახალი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თამბაქოს ბიზნესი დაჯარიმდება

დღეიდან, 31 მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

31 მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუთუნის, ელექტრო სიგარეტის ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის სარეალიზაციოდ გატანამდე, 3 თვით ადრე მწარმოებელმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ.
მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − მწარმოებლის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
bpn.ge

Thursday, May 30, 2019

არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე, რომელსაც 17 წელია იძიებენ - რა კავშირი აქვს აფრასიძეებთან მარიამ გოგინაშვილის გაუჩინარებას

2002 წლის 24 ივ­ლისს 15 წლის მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი წყნე­თი­დან გა­ი­ტა­ცეს. მომ­ხდა­რი­დან ორ დღე­ში ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნულ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. უკვე მეჩ­ვიდ­მე­ტე წე­ლია, რაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ საქ­მეს იძი­ებს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად, ინ­ტერ­პო­ლი დღემ­დე ეძებს მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვილს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა უწყე­ბა­ში მხო­ლოდ ის გან­გვი­ცხა­დეს, რომ მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ზე ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2002 წლის ივ­ლი­სის თვე­ში, დაბა წყნე­თი­დან არას­რულ­წლო­ვა­ნის - მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის, გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნე­ლი პირ(ებ)ის მიერ გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტზე, სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის No090050026 საქ­მე­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE- სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას გა­ტა­ცე­ბის საქ­მე იმ პე­რი­ოდ­ში ძალ­ზედ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო და იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბო­და მე­დი­ით, რომ შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს დღემ­დე ახ­სოვ­დეს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მეს ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავ­და: მზე­სუმ­ზი­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ქალი. ის ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი, რო­მე­ლიც წყნეთ­ში, სა­კუ­თარ უბან­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად წა­ვი­და, გამ­ტა­ცებ­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­უჯ­და მან­ქა­ნა­ში. ამ ფაქ­ტმა საქ­მის მოწ­მეს გა­უ­ჩი­ნა ეჭვი, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ბავ­შის­თვის უცხო­ე­ბი არ იყ­ვნენ. გა­მო­ძე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, ფაქ­ტის შემ­სწრე ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვს მათი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­და კი­დეც. თუმ­ცა მან ვერ გა­იხ­სე­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის ნო­მე­რი და ვერც კრი­მი­ნა­ლე­ბის სახე აღიდ­გი­ნა.
მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მას და გო­გო­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 100 000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვეს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თან­ხა 70 ათას დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და. გო­გო­ნას მა­მამ 27 ივ­ლისს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს, მძე­ვა­ლი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მას შემ­დეგ გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯახ­საც აღარ და­კავ­ში­რე­ბი­ან.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მამა მხედ­რი­ო­ნე­ლი იყო, იმ დრო­ის­თვის ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში გავ­ლე­ნი­ან პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შობ­და და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ოჯა­ხი ჰქონ­და. მა­შინ გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, თით­ქოს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა მის მხედ­რი­ო­ნელ მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ ორ­ჯერ გა­და­უ­ხა­და სო­ლი­დუ­რი თან­ხა გამ­ტა­ცებ­ლებს. თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა პი­რე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ მომ­ხდა­რით და რე­ა­ლუ­რი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე არც არა­სო­დეს გა­მო­სუ­ლან.
კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გო­გი­ნაშ­ვი­ლი თით­ქოს­და ძმებ­მა აფ­რა­სი­ძე­ებ­მა გა­ი­ტა­ცეს. 2006 წელს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მი­სა და კახა კა­ლა­ძის ძმის, ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის კონ­ტექ­სტში მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ვერ­სია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოთ­ქვეს.
სვა­ნეთ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რვა გვა­მი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი იყო. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გვა­მი იყო. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ უარ­ყო ეს ინ­ფორ­მა­ცია - დად­გინ­და, რომ ეს ცხედ­რე­ბი 19-ე სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი იყო. მა­შინ­ვე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამით აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და. ამ ვა­რა­უ­დის მარ­თე­ბუ­ლო­ბა გა­ამ­ყა­რა საქ­მის კი­დევ ერ­თმა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს­მა გა­რე­მო­ე­ბამ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.
აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი, რო­მე­ლიც აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მუ­შად მუ­შა­ობ­და, ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა სვა­ნეთ­ში, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხსნის ნა­ნახს ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი. უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბაც - ვი­დე­ო­ში მუ­რა­ვი­ო­ვი ყვე­ბა: "ოქ­ტომ­ბე­რი ან ნო­ემ­ბე­რი იყო, და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც იქ შეჰ­ყავ­დათ, შე­ვი­ტა­ნე შეშა, და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, იქვე და­ვი­ნა­ხე გო­გოც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ეს გოგო მო­ტა­ცე­ბუ­ლი იყო".
მა­შინ მუ­რა­ვი­ო­ვის ად­ვო­კა­ტი, მა­რი­ნა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა პირ­მა კა­ლა­ძე და გო­გი­ნაშ­ვი­ლი ფო­ტო­ებ­ზე ამო­იც­ნო და და­ა­დას­ტუ­რა, რომ ისი­ნი აფ­რა­სი­ძის სახ­ლში ნახა.
მას შემ­დეგ, რაც "ვარ­დე­ბის ხე­ლისფლე­ბა" შე­იც­ვა­ლა, მუ­რა­ვი­ოვ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვის დრო­ზე იც­რუა, როცა თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი და კა­ლა­ძე აფ­რა­სი­ძე­ებ­თან ნახა. მისი თქმით, ასე­თი ში­ნა­არ­სის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მას პი­რა­დად ადე­იშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.
"ადე­იშ­ვი­ლის მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლე­ში შევ­ხვდი, რო­დე­საც უფ­როს­თან კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, პირ­და­პირ მი­თხრა - უნდა თქვა ის, რაც გა­მო­ძე­ბას სჭირ­დე­ბა და ცი­ხი­დან გას­ვლის შან­სი გექ­ნე­ბა, თუ არა­და, ცი­ხე­ში დალ­პე­ბიო - ეს მისი სი­ტყვე­ბია. ღა­მის 12 სა­ათ­ზე საკ­ნი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს, ძვე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბის მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ამიყ­ვა­ნეს და მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, უნდა თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი და კა­ლა­ძე ნახე აფ­რა­სი­ძეს­თა­ნო, თვი­თონ კი მაგ ოჯახ­ში მძე­ვა­ლი იყა­ვიო. როცა დენ­ზე შე­მა­ერ­თეს, მი­თხრეს, რომ ზოგ­მა ვერ გა­უძ­ლო და ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტაო. ამით მი­მა­ნიშ­ნეს, რომ ფან­ჯრი­დან გა­და­მაგ­დებ­დნენ და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­ამ­ტკი­ცებ­და", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ოვ­მა.
AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და საქ­მის მა­შინ­დელ გა­მომ­ძი­ე­ბელს ვა­ლე­რი ლა­ცუზ­ბა­ის, თუმ­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბის ინე­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა.
გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ბათო სა­ღი­ნა­ძეც იძი­ებ­და. ბათო სა­ღი­ნა­ძე, რო­მელ­მაც ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­სა და გა­მო­ძი­ე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის ბრალ­დე­ბით, უკა­ნო­ნოდ მო­ი­ხა­და 7-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი (ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ იგი უსა­მარ­თლოდ იხ­დი­და სას­ჯელს), ამ­ბობ­და, რომ მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. AMBEBI.GE ბათო სა­ღი­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ნას საქ­მე გა­იხ­სე­ნა.
ბათო სა­ღი­ნა­ძე:
- მე უკვე პენ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი, რო­დე­საც ჩემ­თან მო­ვი­და კახა კა­ლა­ძე და მისი მამა. მათ მთხო­ვეს, რომ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. უცხო­ე­ლი, უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და თქვეს, რომ კა­ლა­ძის საქ­მე ვერ გა­იხ­სნე­ბა, რად­გან არა­ნა­ი­რი კვა­ლი და ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ არ­სე­ბობ­სო. ამან კი­დევ უფრო წა­მა­ხა­ლი­სა და ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში. და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მოწ­მის სა­ხით ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ო­ვი გა­მოჩ­ნდა. ვე­სა­უბ­რე მას და ამის შემ­დეგ ასე­თი ფაქ­ტი მოხ­და - ჩემ­თან მო­ვი­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და მი­თხრა: პა­ტიმ­რე­ბი თურ­მე ჟურ­ნალ "სარ­კეს" ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ, სტა­ტია ყო­ფი­ლა მა­რი­ა­მზე პირ­ველ გვერ­დზე მი­სი­ვე ფო­ტო­თი და რომ და­უ­ნა­ხავს მუ­რა­ვი­ოვს, წა­მო­უყ­ვი­რია, ეს გოგო ვიცი, აფ­რა­სი­ძე­ებ­თან ჰყავ­დათ მოყ­ვა­ნი­ლი და იქ ცხოვ­რობ­და გარ­კვე­უ­ლი ხა­ნიო. ეს რომ გა­ვი­გე, მო­ვა­ტა­ნი­ნე მა­რი­ა­მის საქ­მე და ასე ჩა­ვერ­თე გო­გო­ნას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში.
აქ­ტი­უ­რად ვხვდე­ბო­დი მის მა­მას, რო­მელ­მაც ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მოთ­ქვა ეჭვი, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­ტა­ცე­ბი­ნა მისი შვი­ლი. ის იყო პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი და მის­სა­ვე თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და მტრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი და­მუქ­რე­ბია მა­რი­ა­მის მა­მას, რომ გა­გამ­წა­რე­ბო. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და მშობ­ლებს, რო­გორც ვიცი, აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ, მაგ­რამ მათი გაზ­რდი­ლი იყო და ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. მუ­რა­ვი­ო­ვი დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვა, რო­გორ მი­იყ­ვა­ნეს აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მა­რი­ა­მი. მა­შინ გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ტა­ცე­ბე­ბი ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ებ­ში. აფ­რა­სი­ძე­ე­ბი ძა­ლი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყ­ვნენ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და სვა­ნეთ­ში, რო­გორც მი­უ­ვალ ად­გი­ლას, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სახ­ლში ხდე­ბო­და გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით გა­ჩე­რე­ბა.
საქ­მი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძეს ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია მა­რი­ა­მი და უთ­ქვამს, რომ გო­გო­ნას შეშ­ვე­ბოდ­ნენ. ამ ვერ­სი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ვა­პი­რებ­დი ომეხ­თან და­კავ­შრე­ბას, თუმ­ცა ჩემ­ზე და­ი­წყო ზე­წო­ლე­ბი და რო­გორც კა­ლა­ძის ძმის, ისე მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა შე­ჩერ­და, გა­ი­ყი­ნა. შემ­დეგ ამო­წყვი­ტეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბი, ხოლო მე და­მი­ჭი­რეს. ცი­ხე­ში ჩემ­თან იყო მო­სუ­ლი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა, რო­მელ­მაც მი­თხრა, ძა­ლი­ან სან­დო კა­ცის­გან გა­ვი­გე, მა­რი­ა­მი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ და იქ შვი­ლიც კი გა­უ­ჩე­ნი­აო. ეს იყო და ეს. ეს საქ­მე გა­ი­ყი­ნა და არა­ვის არა­ფე­რი მო­უ­კი­თხავს. მუ­რა­ვი­ოვ­მა კი სა­კუ­თა­რი ჩვე­ნე­ბა უარ­ყო და თქვა, რომ გო­გი­ნაშ­ვი­ლი არ უნა­ხავს აფ­რა­სი­ძე­ებ­თან. მე არ ვიცი, რა­ტომ მო­იქ­ცა ასე, შე­იძ­ლე­ბა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნი­თაც გა­ა­კე­თა ეს.
ambebi.ge

რეალში“ აზარის პრეზენტაციისთვის მზადებას იწყებენ

მადრიდის „რეალი“ ედენ აზარის წარდგენისთვის მზადებას იწყებს...

მოეწყობა სპეციალური კონსტრუქცია, სადაც ფლორენტინო პერესი ბელგიელ ფეხბურთელს ქომაგებს წარუდგენს...

სტადიონზე დასწრება ნებისმიერ ქომაგს შეეძლება.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბარსელონას" ფილოსოფია ვალვერდეს იცავს

ცუდი სეზონის მიუხედავად, კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს მხარს უჭერს და მის გაშვებას არ აპირებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლოს "ბარსელონამ" მწვრთნელი თანამდებობიდან 16 წლის წინ გაათავისუფლა. მას შემდეგ, "ბლაუგრანამ" 6 თავკაცი გამოიცვალა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლუი ვან გაალი

ჰოლანდიელი სპეციალისტი 2003 წელს დაითხოვეს.

რადომირ ანტიჩი

ანტიჩმა ვან გაალი ჩაანაცვლა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ნდობაც მიპოვა. თუმცა, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახდა, მან თავისი არჩევანი სხვა მწვრთნელზე შეაჩერა.

ფრანკ რაიკარდი

ახალი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდი გახდა, რომელმაც კლუბში ამ პოზიციაზე 5 წელი გაატარა. მისი ბოლო სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ ლაპორტამ ის კონტრაქტის ამოწურვის ბოლომდე არ გაუშვა.

პეპ გვარდიოლა

საუკეთესო მწვრთნელი კლუბის ისტორიაში. ის გუნდს 2008-12 წლებში ედგა სათავეში. ესპანელმა თანამდებობა თავისით დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ახალ კონტრაქტს სთავაზობდნენ.

ტიტო ვილანოვა

მან პეპ გვარდიოლას საქმე გააგრძელა, მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონით... დაკავებული პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

ტატა მორტინო

ტატას კარგი დასაწყისი ჰქონდა. არგენტინელს შეეძლო ტრებლი მოეგო, მაგრამ სეზონი უტიტულოდ დაასრულა. საბოლოოდ, მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ლუის ენრიკე

გვარდიოლას შემდეგ, მანაც მოიგო ტრებლი. კლუბში სამი სეზონი გაატარა. "ბარსელონა" ენრიკეს ახალ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ზეწოლის გამო, კატალონიური გრანდი მაინც დატოვა.

ერნესტო ვალვერდე

შესაძლოა, იყოს მეშვიდე მწვრთნელი, რომელსაც არ გაათავისუფლებენ. მას მხარს უჭერენ - ლიონელ მესიჟორდი ალბაივან რაკიტიჩიჟერარდ პიკე და ჟოზეპ მარია ბარომეუ.
თუ "ბარსელონა" ამ ფილოსოფიასაც არ უღალატებს, ერნესტო მომავალ სეზონშიც "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი იქნება.
barcamania.ge

ბარაკ ობამამ ახსნა თუ რატომ ვერ აღწევს წარმატებას მესი და არგენტინის ნაკრები

სამშაბათს, აშშ-ს ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა ვიზიტით კოლუმბიაში იმყოფებოდა, სადაც ბიზნეს-მარკეტინგის კონფერენციას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდა და მოულოდნელად მან არგენტინის ნაკრებისა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა.
ობამამ ახსნა თუ რატომ ვერ აღწევს წარმატებას მესი ნაკრებში.
„ის ადამიანებიც კი რომლებსაც ჩვენ გენიოსებად ვთვლით, მუშაობენ სხვა ადამიანებთან ერთად, რომ მათი სტილი შესაბამისად დახვეწონ და გამოავლინონ.
არგენტინის ნაკრებს ჰყავს შესანიშნავი მესი, მაგრამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.
ახალგაზრდებისთვის ჩემი რჩევა ასეთია - ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს სრულიად მარტო დიდების მოხვეჭას“.
ობამას სიტყვით გამოსვლის პარალელურად ლეო მესი ბუენოს აირესში ჩაფრინდა და კოპა ამერიკისთვის მოსამზადებელ პროცესში ეორვნულ ნაკრებს შეუერთდა.
2017 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგაც კი, ბარაკ ობამა ლეო მესის მიმართ აღტაცებას მუდამ გამოხატავდა.
აშშ-ს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი შვილებიც მესის დიდი თაყვანისმცემლები არიან.
crystalsport.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მეცნიერების პასუხი - როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი 1000 წლის შემდეგ?

რაც დრო გადის, ადამიანი ახერხებს უფრო მეტს ვიდრე წარსულში: უფრო დიდხანს ვცოცხლობთ, უფრო მაღლები ვართ ვიდრე ჩვენი წინაპრები, უამრავი ცათამბჯენი ავაშენეთ და მივაღწიეთ ტექნოლოგიების მწვერვალამდე, თუმცა ეს არ კმარა... მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მეცნიერების აზრით მომავალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება კაცობრიობის ისტორიისთვის. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 1000 წლის შემდეგ:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ადამიანის ტექნოლოგიასთან ურთიერთობა დღითი დღე იზრდება. ჩვენ მარტივად ვეჩვევით ვსწავლობთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც მომავალში მის განვითარებას ხელს შეუწყობს. მეცნიერების აზრით მომავლის ტენოლოგიების საშუალებით, ადამიანს ბევრად უფრო ძლიერი იმუნური სისტემა ექნბა, გარდა ამისა ტვინში შესაძლოა მინი კომპიუტერი დამონტაჟდეს, რათა უფრო კარგი მეხსიერების პატრონები გავხდეთ.
მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ახალ გენზე - CRISPR, რომელსაც შეუძლია კიბოს რისკის მაქსიმუმამდე შემცირება, უფრო ძლიერი ძვლების ჩამოყალიბება და ნაკლები ტკივილის მგრძნობიარობა. ამ გენის საშუალებით ადამიანს შეეცვლება თვალის ფერი და დამატებით სმენის ორგანოები გაუუმჯობესდება. ნაგუსიხმევ გენს ასევე სუპერმენის მუტაციასაც უწოდებენ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტე
განვითარებული ახალშობილები - მეცნიერებმა უკვე დაიწყეს ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც ჩვილების ჯერ კიდევ დაბადებამდე განვითრება სურთ, ამას უახლესი ტენოლოგიური მოწყობილობების საშუალებით აპირებენ. მომავლის ბავშვები დაბადებიდანვე შეძლებენ ლაპარაკს.

მეცნიერები გვპასუხობენ, რომ პრობლემებს, რაც დღეს მოუგვარებელი ჩანს, მომავალში სუპერ-სწრაფი კომპიუტერები მოაგვარებენ. სწრაფი კომპიუტერი 1000 წლის შემდეგ, ადამიანზე 100 000 -ჯერ ბევრად უფრო განვითარებული იქნება.
1000 წლის შემდეგ, სახლის მშენებლობა არც ისეთუ რთული იქნება. მომავალში რობოტების დახმარებით, ადამიანის საქმიანობა ბევრად უფრო გამარტივდება, რობოტები საშუალო ფართის სახლს დაახლოებით 14 საათში ააშენებენ.
არც უნდა გაგვიკვრდეს, თუ 1000 წლის შემდეგ, სუპერ მთვარაზე ან კიდევ მეგა მარსზე ვიცხოვრებთ. დედამიწაზე საარსებო წყაროები იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები დიდხანს ვერ იცხოვრებენ ამ პლანეტაზე და აქედან გამომდინარე, როგორც დღეს ცდილობენ, მომავალში სხვა პლანეტების შესწავლას გააგრძელებენ
მოგახსენებთ, რომ დედამიწის სუპერ მდიდრები - სერგეი ბრინი და ლერი პეიჯი უკვე აქტიურად ეძებენ სიბერის დამარცხების ელექსირს და მუშაობენ ცნობილ მეცნიერებთან ერთად. მომავალში სიკვდილის დამარცხება შესაძლებელი რომც არიყოს, მეცნიერების ვარაუდით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 200 წალმდე გაიზრდება.
intermedia.ge