Wednesday, March 30, 2016

სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,
19 აპრილი - 28 აპრილის ჩათვლით.
II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.
mes.gov.ge

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები მზად არიან, პირველ ივლისამდე გადადგნენ

თსუ-ის გადამდგარი რექტორის ლადო პაპავას თქმით, მასთან ერთად, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, უფლებამოსილებას აკადემიური საბჭოც შეიჩერებს, - ამის შესახებ თსუ-დან „ლიბერალის“ ჟურნალისტი იტყობინება. 
პაპავას თქმით, აკადემიური საბჭო მზად იყო, რექტორთან ერთად პასუხისმგებლობა გაეზიარებინა, მაგრამ რექტორმა საბჭოს წევრებს დროებით დარჩენა სთხოვა.
„მე მივმართე თხოვნით, რომ არ შეეჩერებინათ უფრო ადრე ეს სტატუსი, გამომდინარე იქიდან, რომ კანცლერია ასარჩევი და აკადემიურ საბჭოს აქვს გარკვეული ფუნქცია. ამიტომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ არაუგვიანეს პირველი ივნისისა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირს, ვინც იქნება არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ექნება გამოსაცხადებელი კონკურსი აკადემიური საბჭოს ახალი წევრების დასაკომპლექტებლად. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს კანცლერის არჩევნებს“, - განაცხადა პაპავამ.
„ლიბერალის“ ჟურნალისტს ინფორმაცია დაუდასტურა თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრმა, ქეთევან მარშავამაც. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ყველა წევრი ეთანხმება.
ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან რამდენიმე წუთის წინ გადადგა.
აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. პაპავა პირველი მაისამდე რჩება თანამდებობაზე, მანამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიონ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის გამართვა, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. მათივე თქმით, თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერსიტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.

რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა გუშინ განაახლეს.
www.liberali.ge

Tuesday, March 29, 2016

ვინ მოკლა მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი -პროკურატურამ მკვლელობა გახსნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქ.თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:
"აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. 2015 წლის მარტში, საქართველოს პროკურატურამ მოცემულ საქმეზე გააქტიურა გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.
კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ipn.ge

Monday, March 28, 2016

შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი "მეტი აღარ შემიძლია"

მსახიობ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს, გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ახლობლები, მეგობრები და უცნობი ადამიანები ფეიქბუქზე ამხნევებენ. შეგახსენებთ, მსახიობის ქალიშვილი 14 წლის ევა ბარბაქაძე გუშინ მე-5 სართულიდან გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
"შენ საუკეთესო დედა ხარ! ძლიერი გოგო ხარ, ცოტაც გაუძელი და შენი ანგელოზი მალე კარგად იქნება და ისევ ისე ლამაზად იცეკვებს! ჩვენ კი მანამდე ვილოცებთ ევასთვის! ყველას ძალიან გვიყვარხარ” – წერენ ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მომხდარმა ფაქტმა შეძრა.

ათობით კომენტარში, რომელსაც შორენა ბეგაშვილის პირად გვერდზე ვკითხულობთ, უცნობი ადამიანები 14 წლის ევას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ: "ღმერთი არ გაწირავს ევას, კიდევ ბევრჯერ გავიგებთ მის სახელს და ბედნიერი დედაც იქნება მომავალში! ევა, ყველა შენს გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობთ და სწორედაც ეს დადებითი მუხტი, გაფანტული კოსმიურ სამყაროში დაგიბრუნდება და დაგეხმარება. შენ გაიმარჯვებ ევა!!!”; "ღვთის წყალობით ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა… ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს მალე”; "შორენა, ჩემი სახით ერთი უცნობი დედა შენს გვერდითაა, განვიცდი და მტკივა შენი სატკივარი. უფალმა გამოგიჯანმრთელოს”; "მთელი საქართველო
ევედრება უფალს ევას გამოჯანმრთელებას, უფალმა ისმინოს და შეეწიოს” – წერენ ფეისბუქ-მომხმარებლები.

"შორენა, შენ ყველაზე, ყველაზე მაგარი, ძლიერი და მოსიყვარულე დედა ხარ და ევა ძალიან მალე, ძალიან ძალიან ძალიან კარგად იქნება! გვიყვარხართ და ვილოცებთ ევას ჯანმრთელობსთვის და თქვენი ბედნიერებისთვის” – თანადგომას უცხადებს ტელეწამყვანს იუნა შაფათავა.

ბოლო ინფორმაციით, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.
wwww.ge

Sunday, March 27, 2016

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ

გაზრდილ ხელფასს საჯარო სკოლის პედაგოგები პირველი აპრილიდან მიიღებენ.
ათწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, მაგისტრი პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 480 ლარიდან 548 ლარამდე გაიზრდება.
20 ლარით მოიმატებს სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასის დანამატი და იგი 180 ლარით განისაზრვრება.
88 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება კლასის დამრიგებლის ხელფასი.
რაც შეეხება ბაკალავრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარი იქნება.
„ამ ხელფასს აიღებენ პედაგოგები სრული განაკვეთის [18 საათის] შემთხვევაში. თუკი პედაგოგს უფრო მეტი საათი აქვს, მას ექნება შესაბამისი დანამატი. ამას გარდა, არსებობს სხვაობა იმის მიხედვით, პედაგოგი უფროსი მასწავლებელია, წამყვანი, თუ პრაქტიკოსი“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.
საქართველოს განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდას 2017 წლის იანვარშიც გეგმავს.

რაც შეეხება პედაგოგებს მაღალმთიან დასახლებაში, ისინი დამატებით შეღავათებით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ: მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს – დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით [თუმცა ეს მასწავლებლები არ უნდა იღებდნენ ზემოთ აღნიშნულ 35%-იან დანამატს].
batumelebi.ge

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

2016 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერული მეთოდით შემდეგ საგნებში ჩატარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, ისტორია, მათემატიკა, ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა.
მე–11 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები ივნისის მეორე ნახევარში ტარდება, ხოლო მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებს მაისის მეორე ნახევარში აბარებენ.
გთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას, რომელიც გამოცდებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ:

edu.aris.ge

ახალი დეტალები შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “ფოსტალიონს” სანდო წყარომ აცნობა, რომ  ექიმები გოგონას გადარჩენის იმედს იძლევიან. ის მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველის თქმით, ევა ბარბაქაძე მე-5 სართულის აივნიდან მას შემდეგ გადავარდა, რაც ის მოაჯირზე შემომჯდარი სელფის გადაღებას ცდილობდა. უცებ მას მობილური ხელიდან გაუვარდა და გოგონამ მეორე ხელი მოაჯირს გაუშვა მის დასაჭერად, რა დროსაც წონასწორობა დაკარგადა ზურგით გადავრდა აივნიდან.
postalioni.com