Tuesday, May 30, 2017

დაკარგული აფგან მუხთარლის ოჯახი მის გაუჩინარებაშუ აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა სახლში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მისმა მეუღლემ და ადვოკატმა ბრიფინგი გამართეს. ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი აქტივისტი ბოლოს 29 მაისს, საღამოს 7 საათზე ნახეს ბარათაშვილის ქუჩაზე ნახეს, სადაც მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, საღამოს ის ესაუბრა მეუღლეს და უთხრა, რომ სახლში მალე მივიდოდა, თუმცა ამის შემდეგ არავის უნახავს. მეუღლის და მეგობრების განცხადებით, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.
ადვოკატის განცხადებით, მუხთარლის სავარაუდოდ სოკარის უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა.
აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის საწინააღმდეგო მოსაზრებებს.
საქართველოს შსს-მ მომხდართან დაკავშირეით სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო.
imedinews.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგომ თავი მოიკლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეათეკლასელმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
მომხდარის მიზეზებზე ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
imedinews.ge


განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


საპატრულო პოლიციის უფროსად ალექსანდრე ხვადაგიანი დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის უივე ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძის გადადგომის მიზეზად გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სახელდება, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ primetime წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში Imedinews-ს დაუდასტურეს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ცვლილება და ახალი კანდიდატის ვინაობაც გაუმხილეს. ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანია.
საკადრო ცვლილებას შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმებს უკავშირებენ.
imedinews.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

მასწავლებლებისთვის კიბერუსაფრთხოების გზამკვლევი შეიქმნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოწვევების შესაბამისად, სპეციალურად პედაგოგებისთვის, კიბერუსაფრთხოების ვიდეოგზამკვლევი შექმნა.გზამკვლევი ხელმისაწვდომია ციფრული რესურსების პორტალზე www.ict.tpdc.ge
ციფრული რესურსების პორტალი ონლაინ სასწავლო გარემოა, რომელიც დაინტერესებულ მასწავლებლებს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს.

http://www.ict.tpdc.ge (ციფრული რესურსების პორტალი)
http://www.ict.tpdc.ge/video/121 - (კიბერუსაფრთხოების გზამკვლევი)

კაბა, პერანგი, ფეხსაცმელი, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ოპერატორი – რა ღირს სკოლის ბანკეტი?

ბოლო ზარი  წელს 40-ათასზე მეტი მე–12 კლასელისთვის დაირეკა. მათმა დიდმა ნაწილმა საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. წინ ეროვნული გამოცდები და ცხოვრების ახალი ეტაპია. თუმცა იქამდე სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებული, უკვე ტრადიციად ქცეული სკოლის ბანკეტის დღეა დასაგეგმი.
რამდენადაც ეს დღე სკოლადამთავრებულთათვის სასიამოვნო, გამორჩეული და ლამაზი საღამოა, იმდენად დაკავშირებულია მშობლებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან. ხარჯები კი ღონისძიების მასშტაბურობითა და მრავალფეროვანი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. რა უჯდებათ მშობლებს შვილის სკოლის გამოსაშვები საღამო?  – ეს მაისის თვის ყველაზე აქტუალური კითხვაა სკოლის გამოცდების შემდეგ. EDU.ARIS.GE–მ გადაწყვიტა, ყველა იმ შესაძლო ხარჯთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ დღის აღნიშვნას  ახლავს თან.
გოგონები
გოგონები, საოცნებო კაბაზე ფიქრს რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. ფასი სხვადასხვაგვარია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შედარებით დაბალფასიან ბრენდებად წოდებულ მაღაზიებში კაბებისა და ფეხსაცმელების, ასევე სადღესასწაულო ჩანთების ფასები ფასდაკლებების გათვალისწინებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობებსა და მაღაზიებში. გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, გოგონებს კაბების შეძენა იაფფასიანი სეგმენტის ბრენდებში 60-იდან – 100 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე, თუმცა შეიძლება მათმა ფასმა 200 ლარსაც გადააჭარბოს.
რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საზოგადოებაში ძვირადღირებულის სტატუსს ატარებს, კაბების და ფეხსაცმელების ფასები საკმაოდ მაღალია. კაბების ფასი 300 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეა, ფეხსაცმლის შეძენაც დაახლოებით ამავე ფასში შეგეძლებათ.
თუ ვერც მაღაზიაში მოიწონეთ სამოსი და არც ბაზრობებზე გსურთ შეიძინოთ, მაშინ მოგიწევთ კაბა საკუთარი დიზანით მკერავს შეაკერინოთ. ესეც არანაკლებად ძვირი სიამოვნებაა და ფასი 150-იდან 300 ლარამდე მერყეობს დიზაინერისვე მატერიით.
თუ თქვენ გოგონას მშობელი ხართ, სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ.  ფასი კი სალონების პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულის გათვალისწინებით 70-იდან 200- ლარამდე მერყეობს.
გამოდის, რომ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 250 -ლარიდან 800 ლარამდე დაგიჯდებათ.
იჭები
ბიჯებისთვის არჩევანი არც ისე დიდია. არსებობს ორი ვარიანი: 1. პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა და 2. შარვალი-პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა. მიუხედავად არჩევანის სიმწირისა, თანხის დაზოგვას ვერც ბიჭების მშობლები შეძლებენ.
მომხმარებლებში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა. ფასები იქ 200 ლარიდან- 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 100-იდან – 200 ლარამდე შეგიძლიათ. პერაგის შეძენას კი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.
ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებსა და ბაზრობებზე კი ფასები მნიშვნელოვნად გასხვავებულია. შარვალ-პიჯაკის ფასი 300 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი საკმაოდ შთამბეჭდავ ფასს აღწევს. ფეხსაცმელი ბრენდულ მაღაზიებში ფასდაკლებით 120 ლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. პერანგის ფასი კი 50-იდან-120 ლარამდე მერყეობს.
გამოდის, რომ არც ბიჭების მშობლები არიან ნაკლებად გახარჯულები. საშუალოდ მათ გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 400 ლარიდან – 1000 ლარამდე დაუჯდებათ.
კლუბი / რესტორანი
თუ თქვენ უკვე შეუძინეთ შვილებს სამოსი, ყველაფერი არც აქ დასრულებულა. წინ იმ გარემოს შერჩევაა, სადაც მათ სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნონ.
რესტორნის ფასები, მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 50-ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს.
შედარებით იაფია  სკოლის დამთავრების აღნიშვნა კარაოკე ბარებში ან კლუბში. ამ შემთხვევაში არც საგანგებო დრესკოდი დაგჭირდებათ. ფასდაკლების საიტებზე მითითებული ფასების გათვალისწინებით, 1 პირისთვის მომსახურების ღირებულება 40-იდან 60 ლარამდე მერყეობს, ფასში დიჯეის მომსახურებაც შედის.
თუ თქვენ გინდათ საღამო განსხვავებული იყოს და სპეციალური ფლეშმობ-ცეკვით გაამრავალფეროვნოთ, მაშინ 15-16 პერსონაზე დამატებით 400 ლარის გადახდა მოგიწევთ.
ფოტო/ვიდეო
სკოლის გამოსაშვები საღამო ფოტოსა და ვიდეოგადაღების გარეშე წარმოუდგენელია. მათი ფასები კი საშუალოდ 500-იდან 1500 ლარამდეა. ფასდაკლების საიტებზე ამ მომსახურების ფასდაკლებასაც შეხვდებით, სადაც 600 ლარიან მომსახურებას 300 ლარად გთავაზობენ.
თუ მონაცემებს შევაჯამებთ, მშობლებს სკოლის გამოსაშვები საღამოთვის შვილების მომზადება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 800-იდან – 1500 ლარამდე დაუჯდებათ.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

საქართველოში ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება [ვიდეო]

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს - SEU, Block invest-სა და Vatel ჯგუფს შორის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „Vatel Georgia”-ს გახსნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელის ოფიციალურ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, „ვატელი“ ნომერ პირველი ბიზნეს სკოლაა, რომელიც ევროპული მენეჯმენტის მეთოდზე და ფრანგულ კულტურაზე დაყრდნობით ასწავლის. მას მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი, ჰყავს 7 000 სტუდენტი და 30 000 კურსდამთავრებული.
სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი „Vatel Georgia” საქართველოში - ფრანგულ (საერთაშორისო) დიპლომს გასცემს. სასწავლო პროცესი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) კამპუსში შედგება და სტუდენტები სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტს ინგლისურ ენაზე შეისწავლიან. „Vatel Georgia”-ს აკადემიური პროგრამა მოიცავს როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაამთავრონ პროფესიული განვითარების კურსებიც.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი უნივერსიტეტის გახსნა, სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან - „ისწავლე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველო რეგიონში საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. 

ატესტატების გაცემა 2017 წლის გამოსაშვები გამოცდების საფუძველზე ივნისის ბოლოს დაიწყება – პროცედურები

2017 წელს საატესტატო გამოცდაზე გასული მოსწავლეებისათვის, რომელთაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის გაცემა ივნისის ბოლოს, გამოსაშვები გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ დაიწყება. როგორც EDU.ARIS.GEს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია.
იუსტიციის სახლის ცნობით კი, ატესტატების გაცემა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უწყებას შესაბამის ბაზას გადაუგზავნის, სადაც იმ მოსწავლეების სია იქნება, რომელთაც ატესტატის მისაღებად გამოცდაზე საჭირო ბარიერი გადალახეს.
სად უნდა ავიღოთ ატესტატი
დაინტერესებულმა პირმა, ატესტატის მიღების მიზნით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.
ვის შეუძლია მოითხოვოს ატესტატი შესაბამის ორგანოში
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დოკუმენტის გამოთხოვაზე უფლაბამოსილია, დაინტერესებული სრუწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად; დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, სათანადო  წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე; არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი; 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, თუ იგი ფლობს პირადობის დამადასტურებელს დოკუმენტს. მინდობილობა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს: სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
რა ვადებშია შესაძლებელი ატესტატის მიღება
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად მიმართოს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თუ დაინტერესებული პირი პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად  უფლებამოსილ სამსახურს არ მიმართავს სასწავლო წლის ბოლომდე, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს გაიცემა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.
რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ პირველადი ატესტატის მისაღებად
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში – დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.
რა შემთხვევაში ხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა
სერვისების განვითარების სააგენტო განათლების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.  ატესტატის დუბლიკატი გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ დაინტერესებულ პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი არ აუღია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს;
  • თუ დაინტერესებულმა პირმა შეიცვალა სახელი ან გვარი;
  • თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოსაყენებლად უვარგისია;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმაპირმა უნდა წარმოადგინოს
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი;
  • გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
  • პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დაბადების მოწმობა – თუ ზოგადი განათლების დამადატურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატეტატის დუბლიკატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ატესტატის აღების ვადა და საფასური
პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-2 სამუშაო დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღეს და დოკუმენტის გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50ლარი.
ხოლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია,  პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:
განცხადების წარდგენის დღიდან მე–10 სამუშაო დღეს და გაცემისათვის  მომსახურების საფასური 25 ლარი. თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემისმონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურებისსაფასური 40 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს და გაცემისათვის – მომსახურებისსაფასური 60 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის და ვადაში გაცემისათვის – მომსახურებისსაფასური 70 ლარი.
თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას  ატესტატის გაცემის შესახებ, ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 30 ლარი.
edu.aris.ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება