Saturday, September 29, 2018

"ქალი იწვა სისხლის გუბეში... ჭრილობაზე ხელს იჭერდა" - ბათუმში 22 წლის ბიჭმა დედა დაჭრა

ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ და­სახ­ლე­ბა­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდამ 55 წლის დედა დაჭ­რა. ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, დაჭ­რი­ლი ქალი კი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.
"ბი­ნა­ში ქალ­ბა­ტო­ნი იწვა სის­ხლის გუ­ბე­ში, იყო ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლის და­ნა­კარ­გი. თვი­თონ იჭერ­და კის­რის ჭრი­ლო­ბა­ზე ხელს. სამ წუთ­ში, ჩვენ უკვე ვი­ყა­ვით რე­ფე­რა­ლურ კრი­ნიკ­ში. ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია", - აცხა­დებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ექთა­ნი.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:
"აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი კ.კ. ბა­თუმ­ში და­ა­კა­ვეს.
რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
„გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 29 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა დე­დას, 1963 წელს და­ბა­დე­ბულ მ.კ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.
სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დაჭ­რი­ლი მ.კ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.
გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 11 პრი­მა 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

ტაივანელმა ჰაკერმა ცუკერბერგის Facebook ექაუნთზე თავდასხმა გადაიფიქრა

24 წლის ტაივანელი ჰაკერი 27 სექტემბერს აცხადებდა, რომ მარკ ცუგერბერგის Facebook ექაუნს „გატეხდა“ და ამას სოცქსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს
ჩანგ ჩი-იუანმა გეგმები პარასკევს, 28 სექტემბერს მას შედეგ შეცვალა, რაც Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ექაუნთს საფრთხე შეექმნა, მომხდარის გამო კი სოცქსელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 
მარკ ცუკერბერგის Facebook ანგარიშს აქამდეც არაერთხელ დაესხნენ თავს.
imedinewss.ge

თბილისში ლგბტ აქტივისტებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო


თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, N56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თემისა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები 66 წლის ქალს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც ქალის ნათესავი შეესწრო. 35 წლის კაცსა და ლგბტ თემის 3 წარმომადგენელს შორის გაგრძელდა და ფიზიკურ  შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
კონფლიქტის შედეგად, ქალის ნათესავი მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.
imedinews.ge

CNN-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ახალ ამბებს აღარ უყურებს

ამერიკული ტელეარხ CNN-ის დამფუძნებელმა თედ ტერნერმა CBS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადება სჭირს, რაც კონკრეტულ სტადიაზე მეხსიერების დარღვევას და ჰალუცინაციებს იწვევს.  
„ეს არის ზომიერი ფორმა იმისა, რაც ემართებათ ალცჰეიმერით დაავადებულ ადამიანებს. მსგავსია, მაგრამ არც ასე რთული“, - ამბობს ტერნერი.
თავიდან მან ვერ შეძლო ავადმყოფობის სახელწოდების დასახელება, თუმცა მოგვიანებით გაიხსენა, რომ მას დემენცია ჰქვია.
მანამდე ბიზნესმენს მანიაკალური დეპრესია დაუდგინეს, რაც მისი თქმით მცდარი დიაგნოზი იყო.
ტერნერი გამოტყდა, რომ ახალ ამბებს აღარ უყურებს, თუმცა, ზოგჯერ თვალს შეავლებს CNN-ს.
თედ ტერნერმა CNN-ი 1980 წელს დააფუძნა. ეს პირველი საკაბელო არხი იყო, რომელსაც უწყვეტი მაუწყებლობა ჰქონდა. ბიზნესმენის ქონება, Forbes-ის მონაცემებით, 2,2 მილიარდი დოლარია.
imedinews.ge

შსს: 30 სექტემბერს დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 30 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ უწყება განცხადებას თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება: კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.
თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.
მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 09:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება.
მძღოლებს დაშვებული მარშრუტების ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ 
imedinews.ge

კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ


კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ Spiegel-ი წერს. პუბლიკაციის მიხედვით იტალიური კლუბის, „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა 2009 წელს ლას ვეგასში ვინმე კეტრინ მოიორგი გააუპატიურა, მოგვიანებით კი მომხდარის გაუხმაურებლობის მიზნით 375 ათასი დოლარი გადაუხადა.
პუბლიკაციას უკვე გამოეხმაურნენ ფეხბუთელის ადვოკატები. ისინი გერმანული გამოცემის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას და კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავენ.
imedinews.ge

ნაჯა ორაშვილი BASSIANI-ს დახურვასა და ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს


კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, გვიან ღამით კლუბთან რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს. მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ორაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციის ასეთ ქმედებას ინტენსიური ხასიათი მიეცა.
„უკვე დანამდვილებით ვფიქრობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა“, - წერს ნაჯა ორაშვილიბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალირი პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს. მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც. ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფირობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა.12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეკრებული ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა