Thursday, May 30, 2019

გოცირიძემ ფოთის პორტის საკითხზე პარლამენტში თურნავა და კაკაურიძე დაიბარა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილ უფროსს გრიგოლ კაკაურიძეს და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს. გოცირიძის განცხადებით, კაკაურიძემ უნდა განმარტოს, თუ რის საფუძველზე გასცა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რომან გოცირიძის თქმით, მას ფოთის პორტის ინციდენტზე პრეტენზია აქვს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთანაც: „ჩვენ პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც, ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 
მისი თქმით, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსი გრიგოლ კაკაურიძეც უნდა მივიდეს. 
„ბატონი კაკაურიძე, რომელიც გაათავისუფლეს, უნდა გამოცხადდეს პარლამენტში. ჩვენ ვიბარებთ ნათია თურნავას და ფრაქციამ განაცხადი უკვე დილიდანვე შევიტანეთ. 2-ში გაიცა ნებართვა, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს სტრატეგიულ პროექტს აჩერებდა. წარმოუდგენელია, რომ ეს არ სცოდნოდა პრემიერმინისტრს, ივანიშვილს, თურნავას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ქობულიასთანაც. ისიც კაი ვირეშმაკა გამოდგა, მოვიდა და თავი მოისაწყლა. განაცხადი შეტანილი იყო ოქტომბერში და მას საზოგადოებისთვის უნდა ეთქვა, თუკი მსგავსი რისკები არსებობდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ამის ნებართვა გასცა, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა.
ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფოთის მერიამ  გაავრცელა. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 
მიმდინარე წლის 7 მაისს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა. 
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გაირკვა საქართველოს რომელ ქალაქშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე ეტაპი დაასრულა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა, კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევების შედეგად აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში.
რაც შეეხება ოზონის და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 120 ინდიკატორული გაზომვა განხორციელდა. კვლევები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კალაძის თქმით საარჩევნო პლაკატების შესახებ შავგულიძისა და ბარამიძის განცხადებები ტყუილია

თბილისის მერი კახა კალაძე "თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძისა და ალექსანდრე ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. კახა კალაძის თქმით, საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ტყუილია. ქალაქის მერის შეფასებით, ცდილობენ ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ.
"არაფერ შუაში არ არის კულტურის სამინისტრო. ისიც ტყუილია, თითქოს მერია ვინმეს ამისამართებს, ყველაფერს აქვს თავისი წესი და ბატონმა შავგულიძემ და ბატონმა ბარამიძემაც ეს ძალიან კარგად იციან. მათ უნდათ ხელოვნურად, პოლიტიკურად აწიონ თემა. იციან, რომ დამარცხებულები არიან, განწირულები არიან მარცხისთვის და ცდილობენ ასეთ თემებს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, მაგრამ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ძლიერი იურისტი გვყავს და შეგიძლიათ იმათაც ჰკითხოთ, თუ არ იციან როგორ ხდება ზოგადად ნებართვის მიღება პლაკატების და ბანერების განთავსებაზე.
თუ არ აქვთ ამის კომპეტენცია, შეუძლიათ მობრძანდნენ მერიაში და ჩვენი იურისტები სრულყოფილად აუხსნიან ყველაფერს. რეგულაცია არის საკრებულოს მიერ დამტკიცებული და იმის შესაბამისად ხდება განთავსება", - განაცხადა კახა კალაძემ.
ალექსანდრე ბარამიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერები ჩამოხსნეს. მაშინ "თავისუფალი დემოკრატები" ამბობდნენ, რომ ბანერები თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც ბარამიძის შეფასებით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. 
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.
imedinewsge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Wednesday, May 29, 2019

ჯარისკაცები, რომლებმაც რუსთავში ბავშვები ხანძრისგან გადაარჩინეს, იზორიამ დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 42- ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს უმასპინძლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლევან იზორიამ ჯარისკაცებს სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისა და განვითარებული მოვლენების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან იზორიამ ჯარისკაცებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და ხუთი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
imedinews.ge

Boeing 737 MAX -ი შესაძლოა ავიაბაზარზე აგვისტომდე დაბრუნდეს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, Boeing 737 MAX-ი ავიაბაზრზე სავარაუდოდ აგვისტოში დაბრუნდება, წერს Reuters-ი
„ჩვენ  ვვარაუდობთ, რომ  Boeing 737 MAX-ი ექსპლოატაციაში დაახლოებით 10-12 კვირის შემდეგ ჩაეშვება“ - ეს IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჟუნიაკმასეულში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 
მისი თქმით, IATA გეგმავს ავიაკომპანიების სამიტის ორგანიზებას, მარეგულირებლებთანდა Boeing-თან ერთად, რათა განიხილოს ის წინაპირობები, რაც 737 MAX-ისექსპლოატაციაში დაბრუნებისთვის არის საჭირო. 
გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიამ მძიმე 6 თვე გაიარა. გაეზარდა ხარჯები საწვავზე, სამუშაო ძალასა და ინფრასტრუქტურაზე. ასევე პრაქტიკულად გაუქმდა ყველა შეკვეთა Boeing 737 MAX-ზე
თვითმფრინავების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Boeing-ს 2019 წლის აპრილში შეკვეთა არ მიუღია.
CNN-ის ცნობით, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის შემდეგ წარმოების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 
ორი ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და $1 მილიარდით იზარალა - წერს Business Insider-ი.
კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ამის შესახებ BBC -იმ 2019 წლის 6 მაისს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 
ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. 
ამ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა. 
Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.
imedinews.ge

გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელთა ნაკრები 6 და 10 ივნისს მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში გია ცეცაძის გუნდი ჯერ საბერძნეთს, შემდეგ კი - სლოვენიას ესტუმრება.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი)
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია)
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), დავით მუჯირი (ვიტ ჯორჯია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა)
საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-2 ჯგუფში მოხვდა. გია ცეცაძის შეგირდები საფრანგეთის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Tuesday, May 28, 2019

როგორი ხარ სიმთვრალეში ჰოროსკოპის მიხედვით, ვერძი, კურო ტყუპები

ვერძი

ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე გულახდილი და გულუბრყვილო ვერძები, სიმთვრალეში კიდევ უფრო გულახდილები ხდებიან და ყვებიან ყველაფერს, რაც კი გაახსენდებათ, მთვრალი ვერძი ძალიან სახალისო და ენერგიულია. მასთან არასდროს მოიწყენთ, ვერძი 2 ჭიქის მერე ფლირტზე მარტივად გადადის და იმდენს ლაპარაკობს თავბრუს ახვევს გარშემომყოფთ. თუ მთვრალი ვერძის სახლში ხართ წვეულებაზე, ის ხშირად შეამოწმებს ყველა სტუმარს, აქვს თუ არა სასმელი, და დაინტერესდება, ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება, ვერძის მიზანია მისი სტუმრები ისე გრძნობდნენ თავს, როგორც თავად გაუხარდებოდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კურო

მთვრალი კუროს ამოცნობა ძნელი არ არის, მას ყველაზე ბანალურ ხუმრობაზეც კი შეუძლია ტირილამდე იხაოხაროს, და ამით საზოგადოების ყურადღება მიიქციოს, ხშირად სიმთვრალეში კუროები სხვადასხვაგვარ ხათაქალაში გაეხვნვიან ხოლმე. უყვართ წინ და უკან სიარული და სანამ ბოლომდე არ დაიღლებიან არ ჩერდებიან. სიმთვრალეში თუ რამე არ მოსწონთ, თავიანთ სიჯიუტეს ბოლომდე ავლენენ, და შეუძლებელია წინააღმდეგობების გაწევა. ასეთ მდგომარეობაში ჯობია კუროს გაერიდოთ. და მარტო დატოვოთ. სანამ დაავიწყდება ის თუ რაზე გაბრაზდა. მთვრალ კუროებს ხშირად სჩვევიათ ტანზემოდან გახდა, რადგან სიმთვრალეში უჭირთ სიმხურვალის ატანა. კუროსთან თუ გინდათ კარგად იქეიფოთ ნუ გააბრაზებთ.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ტყუპები

ტყუპები, როგორც ცნობილია გაორების ნიშანია, წარმოიდგინეთ გაოთხმაგებული მთვრალი ტყუპები მუდმივად ცვალებადი იდეებითა და აზრებით. სხვა ნასვამი ნიშნებისგან განსხვავებით, სიმთვრალეში ტყუპები მცირედით იცვლებიან. თითქმის ისეთივე რჩებიან როგორც სიფხიზლეში, რა თქმა უნდა ბევრს ლაპარაკობენ. მაგრამ თუ სიტუაცია და ადამიანები მობეზრდათ, უხეშობას ავლენენ ხოლმე. ზოგადად ტყუპები ტყუილის მიმართ არატოლერანტები არიან ხოლმე. ასევე მათ კარგად ამახსოვრდებათ სიმთვრალეში მისთვის ნათქვამი ტყუილები. რაზეც პასუხს მეორე დღეს აუცილებლად გაგებინებთ, თანაც ძალიან მწარედ. ასე რომ იყავით გულწრფელი ტყუპებთან, მიუხედავად იმისა ფხიზელია თუ მთვრალი.
ყურადღებით იყავით დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები. ყველა ნიშნისთვის შემოგთავაზებთ, და გაიგეთ როგორი ხართ სიმთვრალეში. თქვენთვის ფსიქოლოგები მუშაობენ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
intermedia.ge