როჯერ ფედერერმა გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირი მოიგო, რითაც კარიერაში 92-ე ტიტულს დაეუფლა.
შვეიცარიელმა ფინალში მისთვის უხერხულ მეტოქეს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევის ამჯერად მარტივად, ორ სეტში – 6:1, 6:3 სძლია.
35 წლის ჩოგბურთელმა ჰალეს ტურნირი მეცხრედ მოიგო, რითაც ნადალს რეკორდში ჩაეზიარა. აქამდე მხოლოდ ესპანელს ჰქონდა ერთი და იგივე ტურნირის ცხრა თასი მოპოვებული.
წლევანდელ სეზონში ეს ფედერერის მეოთხე ტიტულია. მან წელს კარიერაში მე-18 დიდი სლემი – ავსტრალიის ღია პირველობა და ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსები მოიგო.
sporter.ge
No comments:
Post a Comment