მინისტრი ბანაკში მყოფ ბავშვებს გაესაუბრა, მათ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას გაეცნო და მათთან ერთად სიმღერაც შეასრულა.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე ჯეჯელავამ მცირეკონტიგენტიანი სკოლების მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში წელს 130-დან 300-მდე მოსწავლე ისვენებს. ისინი მცირეკონტიგენტიან სკოლებს წარმოადგენენ და მათი შერჩევა მე-7 მე-8 და მე-9 კლასებიდან მოხდა.
ბანაკის განხორციელება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უნცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად.
etaloni.ge
No comments:
Post a Comment