ე.წ.
ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო
სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ
გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ
წარდგენილი - სსკ-ის 19-109 მუხლი 19-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და
დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი.
ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც
მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.
გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.
დეკანოზ
გიორგი მამალაძეს თავდაპირველად, ბრალად ედებოდა საპატრიარქოს
მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარების
მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ
შეძენა-შენახვა.
დეკანოზი მერვე
თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში
ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს
არ აღიარებს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment