კანადის პარლამენტის ზედა პალატა ხვალ, 4 ოქტომბერს „მაგნიტსკის აქტს“ უყრის კენჭს. სენატის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი კანადის გენერალ-გუბერნატორს ხელმოსაწერად გადაეგზავნება, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
"მაგნიტსკის აქტი" რუსეთის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, მათ წინააღმდეგ, ვისაც უფლებადამცველები ბრიტანული ფონდის Hermitage Capital Management-ის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებულად მიიჩნევენ. სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.
„მაგნიტსკის აქტი“ მოქმედებს აშშ-ში. რუსული მხარე კანადის პარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის შიდა საქმეეში ჩარევად აფასებს. რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ფედერაციის საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს "მტრული" ნაბიჯი იქნება და შესაბამის "პასუხსაც" მიიღებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment