Wednesday, November 6, 2013

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარებას აგრძელებს.
გასაუბრება გაიმართება იმ კანდიდატებთან, რომელთაც 2013 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება. დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი.
კანდიდატებთან გასაუბრების  განრიგი  გამოქვეყნდება ეტაპობრივად  სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების გამჭვირვალედ, კვალიფიციურად, მიუკერძოებლად ჩატარებასა და კონკურსანტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას.
გასაუბრება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment