Pages
▼
Sunday, August 31, 2014
Saturday, August 30, 2014
დირექტორობის მსურველთა სია
30.08.2014
თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორების ასარჩევად კანდიდატების წარდგენის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთი კომისია მუშაობდა.
დირექტორობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებები დასრულდა.
იხილეთ იმ კანდიდატთა სია, რომლებსაც კომისიამ რეკომენდაცია გაუწია.
სკოლის სამეურვეო საბჭოებს ვუსურვებთ ნაყოფიერ მუშაობას, დირექტორობის კანდიდატებს კი წარმატებებს!
mes.gov.ge
ცხადდება პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ვადები!
30.08.2014
იმ მშობლების საყურადღებოდ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელთა რეგისტრააციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო შვილის სკოლაში რეგისტრაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებით ვადებად განისაზღვრა 1 და 2 სექტემბერი.
რეგისტრაციისათვის საჭიროა ბავშვის მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს სკოლას და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, სკოლას წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობდნენ კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში და შეუსრულდათ 5 წელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა მშობელს, რომელთა შვილების ასაკიც შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სკოლაში ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, 1 და 2 სექტემბერს მიმართონ სკოლებს და არ დატოვონ შვილები ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის მიღმა.
mes.gov.ge
დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს
დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობა გახსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა და 1994 წელს დაბადებული , წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).
ipn.ge
გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).
ipn.ge
Friday, August 29, 2014
29 აგვისტოს დავით კლდიაშვილი დაიბადა
1862 წლის 29 აგვისტოს დაიბადა დავით კლდიაშვილი. მწერალი სოფელ სიმონეთში გაიზარდა. 10 წლის ასაკში ის სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა. ამავე წლიდან იგი სამხედრო სამსახურში ქალაქ ბათუმში გაამწესეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, დავით კლდიაშვილი, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. ამავე წლიდან ის ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 ის მობილიზაციით დავით კლდიაშვილ ოსმალეთის ფრონტზე გაიწვიეს. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას მალევე საველე სასამართლო ელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანმრთელობა-შერყეული. კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში” დაიბეჭდა, მაგრამ მისი პირადი შემოქმედებითი გზის ათვლა 1893 წლიდან იწყება. ამ წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მოამბეში” კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა”. ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობების დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა აღარ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. ამ პერიოდის მოთხრობებია: “სოლომან მორბელაძე”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ქამუშაძის გაჭირვება”, “როსტომ მანველიძე”. დავით კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაშიც. მისი პიესებია „ირინეს ბედნიერება” (1897), „დარისპანის გასაჭირი” (1903)და „უბედურება” (1914). 1914 წლიდან დავით კლდიაშვილი შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას უბრუნდება და 1925 წელს აქვეყნებს მემუარული ჟანრის ნაწარმოებს “ჩემი ცხოვრების გზაზე”. 1924-1926 იბეჭდება კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას” და „კიმოთე მეშველიძე”. კლდიაშვილის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული – 1911 წელს, რჩეული ნაწერების ორტომეული – 1926-ში, ხოლო თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად – 1933 და 1935 წლებში. დავით კლდიაშვილი გარდაიცვალა 1931 წლის 24 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
kvira.ge
Wednesday, August 27, 2014
ვირტუალური ლაბორატორიები მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში
განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანია მომავალი თაობებისათვის ისეთი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს:
პროგრამის ინსტალირება
mes.gov.ge
- მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და გამოყენებას;
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას;
- მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
მათემატიკა | ფიზიკა | ქიმია |
პროგრამის ინსტალირება
- დააინსტალირეთ პროგრამა
- საქაღალდე “PhET”, თავის შიგთავსთან ერთად, გადაწერეთ C დისკის ძირეულ საქაღალდეში (C:)
mes.gov.ge
კიბოს დამარცხების წამალი გასაჯაროვდა
კიბო არის – გონების, სულის და ფიზიკური სხეულის დაავადება. აქტიური და პოზიტიური სულისკვეთება ხელს უწყობს კიბოსთან ბრძოლას, რადგან ამ პირობებში ძლიერდება ორგანიზმის კიბოს მკვლელი და მებრძოლი ფუნქცია, ხოლო უიმედობა, დეპრესია აყენებს სხეულს სტრესულ მდგომარებაში, რაც ორგანიზმში ქმნის მჟავიან გარემოს, ხოლო ეს უკანასკნელი კიბოსთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა. ისწავლეთ დაისვენოთ და დატკბეთ ცხოვრებით, იყოთ მოსიყვარულენი და მიმტევებელნი.
ქიმიოთერაპიის ავტორმა ჯონ ჰოპკინსმა საბოლოოდ გადაწყვიტა ეთქვა, რომ არსებობს ალტერნატიული გზა კიბოს დასამარცხებლად.
1. ნებისმიერ ადამიანს ორგანიზმში აქვს კიბოს უჯრედები, მათი აღმოჩენა შეუძლებელია სტანდარტული ტესტებით თუ ის არ გადააჭარბებს რამდენიმე მილიარდს. თუ ექიმი ეუბნება კიბოთი დაავადებულს მკურნალობის შემდეგ, რომ მის ორგანიზმში არ არსებობს კიბოს უჯრედები, ეს ნიშნავს, რომ ტესტებმა ისინი ვერ აღმოაჩნიეს, რადგან მათ ჯერ ვერ მიაღწიეს შესამჩნევ და საშიშ ზომას.
2. კიბოს უჯრედები წარმოიშვებიან 6-დან 10-მდე და უფრო მეტჯერაც ცხოვრების განმავლობაში.
3. როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერია, კიბოს უჯრედები ნადგურდება. იმუნიტეტი აფერხებს მის გამრავლებას და სიმსივნეებად ჩამოყალიბებას.
4. როცა ადამიანს აქვს კიბო, ეს მიუთითებს მისი კვების ხარვეზებზე, ცხოვრების წესის ფაქტორსა და გარემოზე, ეს შეიძლება იყოს გენეტიკურიც.
5. დიეტა და სწორი კვება, ეს არის დამატებითი ფაქტორი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
6. ქიმიოთერაპიას შეუძლია კიბოს მზარდი უჯრედების განადგურება, თუმცა ის ანგრევს ძვლის ტვინში სწრაფად მზარდ, ჯანსაღ უჯრედებსაც, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას და შეიძლება დააზიანოს ისეთი ორგანოები, როგორიცაა გული, ღვიძლი და ა.შ.
7. კიბოს უჯრედების რადიაციული განადგურება იწვევს დამწვრობას, ზიანს აყენებს ჯანსაღ უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს.
8. პირველადი მკურნალობა ქიმიოთერაპიით ძალიან ხშირად ამცირებს სიმსივნის ზომას, თუმცა მისი ხანგრძლივი გამოყენება ხშირად არ არის ეფექტური.
9. როდესაც სხეულს აქვს ძალიან ბევრი ტოქსიკური ტვირთი, ქიმიოთერაპიითა და რადიაციული დასხივებით, იმუნური სისტემა სუსტდება ან ნადგურდება და ადამიანის ორგანიზმი ხდება ადვილად მიღწევადი სხვადასხვა ტიპის ინფექციებისა და გართულებებისთვის.
10. კიბოს უჯრედებმა შეიძლება განიცადონ მუტაცია, რაც იწვევს ქიმიოთერაპიულ და რადიაციულ ზემოქმედებაზე მის შეგუებას. ქირურგიამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს უჯრედების გავრცელება ორგანიზმის სხვა უჯრედებში.
11. კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება კიბოს უჯრედების შიმშილი. როგორც ყველა უჯრედს, კიბოს უჯრედსაც სჭირდება საკვები.
შაქარი არის კიბოს უჯრედების მთავარი საკვები. გადავუჭრათ შაქარი – ეს ნიშნავს, შევუწყვიტოთ კიბოს უჯრედს ყველაზე მთავარი საზრდოს მიწოდება. შაქრის შემცვლელებიც არის ორგანიზმისთვის მავნე. ყველაზე საუკეთესო შემცვლელი არის თაფლი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.
სუფრის მარილს აქვს ქიმიური შემადგენლობა ისეთი, რომელიც ჯობია ჩავანაცვლოთ ალტერნატიული ზღვის მარილით.
სუფრის მარილს აქვს ქიმიური შემადგენლობა ისეთი, რომელიც ჯობია ჩავანაცვლოთ ალტერნატიული ზღვის მარილით.
რძე ორგანიზმში იწვევს ლორწოს წარმოშობას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლორწო კვებავს კიბოს. რძისა და მისი შემცვლელების მიღების ან შეზღუდვის შემთხვევაში კიბოს უჯრედები განიცდიან შიმშილს.
კიბოს უჯრედები ჰყვავიან მჟავიან გარემოში. სწორედ ამიტომ საქონლისა და ღორის ხორცის მიღება კატეგორიულად მიუღებელია, სასურველია მიიღოთ თევზი და ცოტაოდენი ქათმის ხორცი. ხორცი ასევე შეიცავს პარაზიტებს და ყველაფერი ეს მავნეა, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის.
დიეტა, რომელიც 80% ბოსტნეულსა და მის წვენებზეა ორიენტირებული, აგრეთვე ბურღულეული და ცოტა ხილი ეხმარება ორგანიზმს აღმოჩნდეს ტუტე გარემოში, დაახლოებთ 20% შეიძლება იყოს მოხარშული საკვები, მათ შორის ლობიო, რომლებიც ადვილად შეიწოვება და 15 წუთის განმავლობაში საზრდოობს და აძლიერებს ჯანსაღი უჯრედების ზრდას.
მოერიდეთ ყავას, ჩაის და შოკოლადს – ყველაფერს, რაც მაღალი დოზით კოფეინს შეიცავს. მწვანე ჩაი საუკეთესო ალტერნატივაა, რომელსაც აქვს სოლიდური თვისებები კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. წყალი სასურველია ვსვათ გამოხდილი ან გაფილტრული, რომ თავიდან ავიცილოთ ტოქსინები და მძიმე ლითონები, რომელიც ონკანის წყალშია.
ხორცის ცილა ძნელად მოსანელებელ ფერმენტებს შეიცავს. ნაწლავებში დარჩენილი გადაუმუშავებელი ხორცი იწვევს ტოქსინების დაგროვებას.
კიბოს უჯრედების კედლებს აქვს ცილის მკვრივი საფარველი. საჭიროა თავი შეიკავოთ ხორცის ჭამისგან, რაც ათავისუფლებს ორგანიზმს იმ ფერმენტებისგან, რომელიც კობოს უჯრედების გარსის ცილით გამყარებას იწვევს და აძლევს ორგანიზმს საშუალებას, შესუსტებული კიბოს უჯრედები გაანადგუროს.
ზოგიერთი დანამატები, როგორიც არის ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს აძლევს საშუალებას, გამოყოს კიბოს „ქილერ უჯრედები” (მკვლელი უჯრედები), რომლებიც ანადგურებენ კიბოს.
კიბოს უჯრედები ვერ აყვავდებიან ჟანგბადიან გარემოში. ყოველდღიური ღრმა სუნთქვა, რათა მიიღოთ უფრო მეტი ჟანგბადი, თვით უჯრედების დონეზე, აუცილებელია. ჟანგბადის თერაპია არის კიდევ ერთი საშუალება კიბოსგან განსაკურნებლად.
WWW.REPORTIORI.GE
Tuesday, August 26, 2014
რას უნდა ველოდოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებებისგან
რას უნდა ველოდოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებებისგან. მომავალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმას სადამრიგებლო და კითხვის საათები, ასევე, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები დაემატება. რას უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებისგან?
ქეთი მაჭავარიანი
netgazeti.ge
“ბევრი მასწავლებელი გაურბოდა დამრიგებლის სტატუსს სასწავლო წლის დასაწყისში, რაღაც ცუდი ამბავივით იყო, რომ გეტყოდნენ, დამრიგებელი ხარ,”– ამბობს განათლების ექსპერტი პაატა პაპავა. ის თვლის, რომ სადამრიგებლო საათის შემოღება დადებითი მოვლენაა, რადგანაც აქამდე დამრიგებლის ფუნქციები ნომინალური იყო და არასერიოზულად აღიქმებოდა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სადამრიგებლო საათის მიზანი მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება იქნება.
“დამრიგებლის საათი, რა თქმა უნდა, გაზრდის ამ ადამიანების პასუხისმგებლობას და კონკრეტული მიმართულებით ხელს შეუწყობს ამ ხალხს, რომ უფრო ეფექტური კომუნიკაციები დაამყარონ კლასის შიგნით, კლასებს შორის, მშობლებთან და ასე შემდეგ,”– ამბობს პაპავა.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სადამრიგებლო და კითხვის საათმა შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს, თუმცა ის მიზნები, რაც ერთ ან მეორე მათგანს აქვს დასახული, მხოლოდ ამ აქტივობებით ვერ მიიღწევა.
“თვალსაწიერს, კრიტიკული აზროვნების უნარებსა თუ კითხვის უნარ-ჩვევებს მრავალმხრივად, სხვადასხვა საგნის და უფრო ზოგადი სასკოლო აქტივობების მეშვეობით ჭირდება განვითარება,”– თქვა ჯანაშიამ.
კითხვის საათი დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) ჩატარდება და მისი მიზანი წიგნიერების კომპეტენციის გაზრდა იქნება. "PIRLS"-ის წიგნიერების კვლევის მიხედვით, 2011 წლის მონაცემებით, საქართველო საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.
“პრობლემა არის არა იმდენად სასწავლო გეგმის მიზნებში, არამედ მის განხორციელებადობაში,”– ამბობს ჯანაშია. მისი განმარტებით, განხორციელებას თავად მიდგომა უშლის ხელს, რომლის მიხედვითაც, 30–ბავშვიან კლასშიც 1 საათი უნდა დაეთმოს კითხვის საათს და ორბავშვიანშიც.
“უფრო ეფექტური იქნებოდა დიფერენცირებული დანერგვის შესაძლებლობები მისცემოდათ სკოლებს,”– თქვა მან.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ დამრიგებელი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ჩაატაროს კითხვის საათი.
“კითხვის საათი შეიძლება ჩაატარო დიდ ჯგუფში, როდესაც ანალიზზე მუშაობ და თუ ტექნიკაზე მუშაობ, ალბათ ჯობია უფრო მცირე ჯგუფებში,”– თქვა გიგაურმა.
პაატა პაპავა მიიჩნევს, რომ კითხვის საათი, კარგად ჩატარების შემთხვევაში, გაზრდის ბავშვებში კითხვის მოტივაციას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, თუ სად ჩატარდება კითხვის საათი და ასევე, აუცილებელია მოსწავლისთვის თავისუფლების მინიჭება.
“ხანდახან სავარძელში მინდა კითხვა, არის მომენტი, წამოწოლილს მირჩევნია წაკითხვა, შეიძლება ფეხზე ვიდგე და ისე ვიკითხო, კლასშიც შეიძლება გარემოს თავისუფლად მოწყობა. კლასის ისეთ სამკითხველოდ გადაქცევა, სადაც ბავშვებს ექნებათ მეტი თავისუფლება, პირველ რიგში, ტექსტების არჩევისა და ტექსტებთან ურთიერთობის დროს, მაგალითად, თუ მე მინდა წავიკითხო ჩოგბურთის ისტორია, მოდით, მე მომეცით საშუალება, რომ წავიკითხო ჩოგბურთის ისტორიის შესახებ, ”– ამბობს ის.
როგორც პაატა პაპავა განმარტავს, მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს წიგნების დიაპაზონის მრავალფეროვნების გათვალისწინებაც, რომელიც ბავშვებს არჩევანის თავისუფლებას მისცემს და სახელმძღვანელოსავით ერთ წიგნზე არ მიაჯაჭვავს. ამათანავე, აუცილებელია მოსწავლეებისათვის ადეკვატური სირთულის წიგნების მიწოდებაც.
“ძალიან ხშირად ჩვენ ვაწვალებთ ბავშვებს რთული წიგნებით,”– ამბობს ის.
იმას, თუ რას წაიკითხავენ ბავშვები კითხვის საათის განმავლობაში, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტი წყვეტს. “ზუსტად ის წყვეტს იმასაც, დამატებითი ლიტერატურის არჩევანი, სპექტრი როგორი უნდა იყოს, საიდანაც მასწავლებელი აირჩევს მასალას კლასის ინტერესებიდან გამომდინარე,”– ამბობს ლია გიგაური.
მისივე თქმით, უკვე დაგეგმილია კითხვის საათის ჩასატარებლად დაწყებითი კლასის მასწავლებლების ტრენინგი. ტრენინგის საჭიროებაზე საუბრობს პაატა პაპავაც.
“დღეს საქართველოში გვყავს ვარსკვლავი მასწავლებლები, რომლებიც ამას მშვენივრად აკეთებენ და აყვარებენ ბავშვებს კითხვას სპეციალური საათების გარეშეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი რაოდენობა არ არის საკმარისი,” – ამბობს ის.
მასწავლებლები ტრენინგს გაივლიან პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კურსის ჩასატარებლადაც. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კურსის მიზანი მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაა, რომელიც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
სიმონ ჯანაშია საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ კურსმა, არასწორად ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება მოსწავლეებს შეუქმნას.
“არასწორად დანერგვის შემთხვევაში ეს მექანიზმი შეიძლება გახდეს საზოგადოების წევრების სორტირების მექანიზმიც. ერთ-ერთ ინტერვიუში სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, ტესტირებების საშუალებით გამოვავლენთ მოსწავლეების მომავალ მიდრეკილებებსო. ეს ძალიან საშიში მიდგომაა, რადგან პიროვნული არჩევანის დათრგუნვას ფსევდომეცნიერული და ამავდროულად სოციალური კონტროლის მექანიზმებით შეუძლია მოსწავლეებში როგორც ფსიქოლოგიური, ისე სოციალური პრობლემების გამოწვევა,”– თქვა ჯანაშიამ.
ტესტის ჩატარებას ადასტურებს ლია გიგაურიც. მისი თქმით, ეს არის ადაპტირებული ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალური ჯგუფები მთელი წლის განმავლობაში ამზადებდნენ.
“არავინ არ კარნახობს მოსწავლეს, როგორ უნდა დაგეგმოს კარიერა. მთელი კურსის შინაარსი ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ სწორად კარიერა. საწყისი ტესტი ტარდება და ამ ტესტის მიხედვით მოსწავლეების უნარ–ჩვევების განსაზღვრა ხდება.
კურსის ფარგლებში ისინი სწავლობენ, როგორ დაგეგმონ სწორად კარიერა, როგორ განივითარონ ესა თუ ის უნარ–ჩვევები და როგორ აირჩიონ სწორად პროფესია,” – თქვა განათლების მინისტრის მოადგილემ.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები დაახლოებით 2 კვირაში – 2014–2015 სასწავლო წელს ამოქმედდება.
ქეთი მაჭავარიანი
netgazeti.ge
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის N84/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად,
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების
თარიღად განისაზღვრა 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი( 15 სექტემბერი), ხოლო
დასრულების თარიღად - 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი (12 ივნისი).
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება
2015 წლის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო
წელი დასრულდება 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
ზამთრის არდადეგები
დაიწყება 2014 წლის 30 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2015 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
mes.gov.ge
რა უნდა უთხრას ყველა დედამ და მამამ თავის შვილს
1. შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
დაე იცოდეს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭელი და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული გზავნილი მოიცდის. უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის ყველაზე მთავარია.
2. მენატრებოდი
20 წუთითაც თუ შორდებით ერთმანეთს, გადაეხვიეთ და ისე შეეგებეთ. აგრძნობინეთ, რამდენად ძლიერ მიისწრაფით მასთან სიახლოვისკენ.
3. ეს არასწორი იყო
უთხარით, როცა შეცდომას ჩაიდენს. დაეხმარეთ, გამოასწოროს, სწორი მიმართულება მიეცით. შეახსენეთ ხოლმე, რომ გიყვართ ის თავისი შეცდომებიანად.
4. ყველაფერი სწორად გააკეთე
თუ მართებული საქციელი ჩაიდინა, უნდა უჩვენოთ, რომ ამაყობთ მისით. თუ წააქეზებთ და წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.
5. შენ განსაკუთრებული ხარ
აჩვენეთ, როგორი სხვანაირი და განსაკუთრებულია. დაანახეთ თავისი გამორჩეული ხასიათის თვისებები, ასწავლეთ, სხვების ხასიათშიც გაერკვან. ეს სასარგებლო უნარია, რისთვისაც მომავალში მადლობას გეტყვით.
6. ტირილი ნორმალურია
წაახალისეთ შვილები, რომ არ დამალონ საკუთარი გრძნობები. ადამიანები მაშინ ტირიან, როცა მოწყენილნი არიან, სტკივათ, ან თუნდაც ბედნიერების დროს. მიეცით ნება, გაგიზიაროთ თავისი ემოციები.
7. შეიმშრალე ცრემლები
ხანდახან უნდა იცოდეს, რომ ცრემლები უნდა შეიშროს და გზა განაგრძოს. `თუ იმიტომ ტირით, რომ მზე გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, სასწრაფოდ შეიმშრალეთ ცრემლები, თორემ ისინი ვარსკვლავების დანახვაში შეგიშლიან ხელს~. აუხსენით პატარას ეს მარტივი ჭეშმარიტება.
8. შეგიძლია, დამეხმარო?
მნიშვნელოვანია, რომ შვილი გხედავდეთ როგორც ადამიანს, რომელსაც ბევრი საზრუნავი აქვს და ღელავს თავის ახლობელ ადამიანებზე. შეიძლება, თქვენი ჩვეილებრივი სისუსტეებიც დაინახოს. დაე ისწავლოს, შემოგთავაზოთ და გაგიწიოთ დახმარება.
9. დაგეხმარო?
ყოველთვის ჰკითხეთ, სანამ დაეხმარებით. დამოუკიდებლობა პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში იბადება. თუ თავს ვერ გაართმევს რაღაცას, ყოველთვის გაამხნევეთ და უჩვენეთ, როგორ არის სწორი.
10. "კარგი"
დღეში ერთხელ მაინც, როცა გთხოვთ, რაიმე გააკეთოთ მასთან ერთად, უთხარით "კარგი" ყოყმანის გარეშე და უარით ნუ გაისტუმრებთ.
11. არა
უნდა იცოდეს, რომ ყველაფერში არ ეთანხმებით. ეს არ უნდა იყოს დაღლილი, ჯიუტი ან გაღიზიანებული `არა~. აუცილებლად აუხსენით, რატომ პასუხობთ ასე.
12. ყოჩაღ!
თუ ბავშვმა ვერ გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ ეცადა, უნდა გაამხნევოთ. პატარა გამარჯვებებით იგება დიდი წარმატება, პატარა იმედგაცრუებებით კი – სასოწარკვეთა. მიეცით მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული იყოს.
13. იყავი კეთილი გარე სამყაროს მიმართ
ეს ხშირად ახსენეთ, რომ კარგი რამეები კარგ ადამიანებს შეემთხვევათ. კი, ეს სამყარო სასტიკია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც კეთილები და მოსიყვარულეები რჩებიან, უბედობას გაცილებით იოლად გადაიტანენ. შეუმსუბუქეთ შვილს მომავალი.
14. მაპატიე
აღიარეთ, როცა არ ხართ მართალი და პატიებაც სთხოვეთ. კარგ მაგალითს მისცემთ და უჩვენებთ, რომ როდესაც საჭიროა, უნდა დათმოს.
15. მეტი უამბეთ
დაუსვით შეკითხვები, თვალებში ჩახედეთ და ნამდვილად ეცადეთ მის გაგებას.
16. მიყვარხარ
ეს ხმამაღლა უთხარით, ყოველდღე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული უანგაროა, უპირობო, შეუცვლელი და სამუდამო.
დაე იცოდეს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭელი და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული გზავნილი მოიცდის. უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის ყველაზე მთავარია.
2. მენატრებოდი
20 წუთითაც თუ შორდებით ერთმანეთს, გადაეხვიეთ და ისე შეეგებეთ. აგრძნობინეთ, რამდენად ძლიერ მიისწრაფით მასთან სიახლოვისკენ.
3. ეს არასწორი იყო
უთხარით, როცა შეცდომას ჩაიდენს. დაეხმარეთ, გამოასწოროს, სწორი მიმართულება მიეცით. შეახსენეთ ხოლმე, რომ გიყვართ ის თავისი შეცდომებიანად.
4. ყველაფერი სწორად გააკეთე
თუ მართებული საქციელი ჩაიდინა, უნდა უჩვენოთ, რომ ამაყობთ მისით. თუ წააქეზებთ და წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.
5. შენ განსაკუთრებული ხარ
აჩვენეთ, როგორი სხვანაირი და განსაკუთრებულია. დაანახეთ თავისი გამორჩეული ხასიათის თვისებები, ასწავლეთ, სხვების ხასიათშიც გაერკვან. ეს სასარგებლო უნარია, რისთვისაც მომავალში მადლობას გეტყვით.
6. ტირილი ნორმალურია
წაახალისეთ შვილები, რომ არ დამალონ საკუთარი გრძნობები. ადამიანები მაშინ ტირიან, როცა მოწყენილნი არიან, სტკივათ, ან თუნდაც ბედნიერების დროს. მიეცით ნება, გაგიზიაროთ თავისი ემოციები.
7. შეიმშრალე ცრემლები
ხანდახან უნდა იცოდეს, რომ ცრემლები უნდა შეიშროს და გზა განაგრძოს. `თუ იმიტომ ტირით, რომ მზე გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, სასწრაფოდ შეიმშრალეთ ცრემლები, თორემ ისინი ვარსკვლავების დანახვაში შეგიშლიან ხელს~. აუხსენით პატარას ეს მარტივი ჭეშმარიტება.
8. შეგიძლია, დამეხმარო?
მნიშვნელოვანია, რომ შვილი გხედავდეთ როგორც ადამიანს, რომელსაც ბევრი საზრუნავი აქვს და ღელავს თავის ახლობელ ადამიანებზე. შეიძლება, თქვენი ჩვეილებრივი სისუსტეებიც დაინახოს. დაე ისწავლოს, შემოგთავაზოთ და გაგიწიოთ დახმარება.
9. დაგეხმარო?
ყოველთვის ჰკითხეთ, სანამ დაეხმარებით. დამოუკიდებლობა პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში იბადება. თუ თავს ვერ გაართმევს რაღაცას, ყოველთვის გაამხნევეთ და უჩვენეთ, როგორ არის სწორი.
10. "კარგი"
დღეში ერთხელ მაინც, როცა გთხოვთ, რაიმე გააკეთოთ მასთან ერთად, უთხარით "კარგი" ყოყმანის გარეშე და უარით ნუ გაისტუმრებთ.
11. არა
უნდა იცოდეს, რომ ყველაფერში არ ეთანხმებით. ეს არ უნდა იყოს დაღლილი, ჯიუტი ან გაღიზიანებული `არა~. აუცილებლად აუხსენით, რატომ პასუხობთ ასე.
12. ყოჩაღ!
თუ ბავშვმა ვერ გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ ეცადა, უნდა გაამხნევოთ. პატარა გამარჯვებებით იგება დიდი წარმატება, პატარა იმედგაცრუებებით კი – სასოწარკვეთა. მიეცით მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული იყოს.
13. იყავი კეთილი გარე სამყაროს მიმართ
ეს ხშირად ახსენეთ, რომ კარგი რამეები კარგ ადამიანებს შეემთხვევათ. კი, ეს სამყარო სასტიკია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც კეთილები და მოსიყვარულეები რჩებიან, უბედობას გაცილებით იოლად გადაიტანენ. შეუმსუბუქეთ შვილს მომავალი.
14. მაპატიე
აღიარეთ, როცა არ ხართ მართალი და პატიებაც სთხოვეთ. კარგ მაგალითს მისცემთ და უჩვენებთ, რომ როდესაც საჭიროა, უნდა დათმოს.
15. მეტი უამბეთ
დაუსვით შეკითხვები, თვალებში ჩახედეთ და ნამდვილად ეცადეთ მის გაგებას.
16. მიყვარხარ
ეს ხმამაღლა უთხარით, ყოველდღე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული უანგაროა, უპირობო, შეუცვლელი და სამუდამო.
mshoblebi.ge
ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს
Monday, August 25, 2014
სექტემბრიდან სკოლის პედაგოგები უკვე კატეგორიების მიხედვით დაიყოფიან
სექტემბრიდან სკოლის პედაგოგები უკვე კატეგორიების მიხედვით დაიყოფიან. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის ახალ პროფესიულ სტანდარტზე მუშაობა დაასრულა. სტანდარტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე დამტკიცდა. პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი და მენტორი, ეს ის ოთხი საფეხურია, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგებმა კარიერული ზრდის პროცესში უნდა გაიარონ. ვინ და როგორ შეაფასებს მასწავლებელთა კომპეტენციას, დაკარგავს თუ არა ფუნქციას სერტიფიცირების გამოცდა და როგორ აისახება საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა პედაგოგების ანაზღაურებაზე. მასწავლებლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საინტერესო კითხვები Aris.ge-განათლებამ"მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის" კოორდინატორს კახა ჟღენტს დაუსვა.
-ბატონო კახა სანამ კონკრეტულად ახალ სტანდარტზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ რა ხარვეზები იყო ძველ სტანდარტში? რატომ გახდა საჭირო მისი შეცვლა?
-ცვლილებები რასაც ვანხორციელებთ უკავშირდება საერთო სტრატეგიას- "სწავლა-სწავლების" პროცესის ხარისხის ამაღლებას სკოლაში. რეფორმის დასაწყისში- (სასერთიფიკაციო გამოცდებს ვგულისხმობ) უკვე ვიცოდით, რომ ეს არ იყო სრულყოფილი ვარიანტი. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიც იძახდა, რომ ეს არ იყო საკმარისი მასწავლებლის კვალიფიკაციის სრულფასოვანი შეფასებისათვის, პრაქტიკული ნაწილის გარეშე. სასერტიფიკაციო გამოცდით ხდება მხოლოდ თეორიული ცოდნის შემოწმება საგნობრივი და პროფესიული უნარების მიმართულებით. თუმცა სერთიფიკატის აღება არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგი თავის ცოდნას, საგაკვეთილო პროცესშიც წარმატებით იყენებს. არ ვიცით რა ხდება შიგნით - კლასში. სამწუხაროდ არ არსებობდა შიდა სასკოლო მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებების სისტემა. პედაგოგების საქმიანობის შედეგების შეფასება მიმდინარეობდა საერთაშორისო კვლევებით, ეროვნული და "ქათის" გამოცდებზე მისი მოსწავლეების მიერ დადებული შედეგებით. ხოლო კითხვა: როგორია გაკვეთილის პროცესი, როგორი კომუნიკაცია აქვს პედაგოგს ბავშვებთან და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტი ღიად გვრჩებოდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სტანდარტის მოდიფიცირება. არსებითად შეიცვალა მისი ფორმა და არა შინაარსი, ის მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებისათვის უფრო მოსახერხებელი გახდა.
-ამ პრობლემას ახალი სტანდარტი როგორ არეგულირებს? რა სიახლეები შევიდა?
-ახალი სტანდარტით შემოდის პედაგოგის ოთხი კატეგორია. პირველი - "პრაქტიკოსი" პედაგოგი. მეორე - "წარჩინებული" პედაგოგი; მესამე "მკვლევარი" პედაგოგი და მეოთხე "მენტორი". სავსებით ლოგიკურია კითხვა - "დამწყებ პედაგოგსაც იგივე უნდა მოვთხოვოთ რაც 5 წლის სტაჟის მქონეს"? აქამდე სწორედ ასე იყო და პედაგოგებიც ფიქრობდნენ, რომ ყველას თანაბარად მოეთხოვებოდა ყველაფერი რაც სტანდარტში იყო გაწერილი, სტანდარტი გახდა"მიუღწეველი" ოცნება. შეიქმნა მითი, თითქოს სტანდარტი ეს იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა და ცალკე იყო პრაქტიკისგან. მოხდა მასწავლებლების გაუცხოება სტანდარტში მოცემული ორიენტირებისგნ. (სხვათა შორის, ჩემი აზრით იგივე პრობლე არის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაშიც). დღეს, ახალი სტანდრტით, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს თეორიული ცოდნა, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული პრაქტიკაში. თუმცა აქვე სტანდარტში მკაფიოდ მოჩანს მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა, რა განსხვავებაა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს შორის, როგორ და რა საშუალებებით,მიიღწევა წარმატება კარიერაში.
-კატეგორიების არსი რაში მდგომარეობს?! რითი განსხვავდებიან ამა თუ იმ კატეგორიაში მოხვედრილი პედაგოგები ერთმანეთისგან?
-მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიები გამოყოფილია კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებელის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას, რომელთაგან ყველაზე დაბალია პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო ყველაზე მაღალია მენტორი მასწავლებელი.
მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიებია:
ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;
ბ) წარჩინებული მასწავლებელი;
გ) მკვლევარი მასწავლებელი;
დ) მენტორი მასწავლებელი.
ყოველი საკვალიფიკაციო კატეგორიის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით. ყოველი მომდევნო საკვალიფიკაციო კატეგორიის მასწავლებელი სრულად უნდა ფლობდეს წინა საკვალიფიკაციო კატეგორიის კომპეტენციებს.
ანუ ჩემი სიტყვებით რომ გადმოვცე ის რაც სტანდრტში წერია, "პრაქტიკოსი" პედაგოგი - ეს არის პედაგოგი, რომელსაც აქვს თეორიული ცოდნა პროფესიულ უნარებსა და საგანში რომლის საფუძველზეც ის კლასში წარმატებულ სასწავლო პროცესს ახორციელებს. შემდეგი ეტაპი ანუ "წარჩინებული" პედაგოგი, არის კატეგორია, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ყველა მოსწავლესთან, მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით შეუძლია დაეხმაროს წარმატების მიღწევაში. მესამე - "მკვლევარი" პედაგოგი, რომლებიც გაკვეთილს ატარებენ საკუთარი პრაქტიკული კვლევების, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სიღმისეული რეფლექსიის საფუძველზე. ადრე ამ კვლევას საკუთარი საქმიანობის ანალიზს ვუწოდებდით. სინამდვილეში ეს არის პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მაღალი დონის პედაგოგი აკეთებს და ამ კვლევის შედეგის მიხედვით ცვლის კლასში სამოქმედო გეგმას. ყველაზე მაღალი საფეხური კი "მენტორი" პედაგოგია, რომელიც თავისი პრაქტიკული კვლევებით, ანალიზით, გაკვეთილების ჩატარების სტილით და მიღწეული შედგებით ავტორიტეტია და მისი გზა სამაგალითოა დამწყები პედაგოგებისთვის. შესაძლოა, მომავალში დამწყები პედაგოგის საფეხურიც გამოიკვეთოს.
-პირველ ეტაპზე, რომელ კატეგორიებში განაწილდებიან პედაგოგები? რომელ კატეგორიაში მოხვდებიან სერტიფიცირებული მასწავლებლები?
-დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ჯგუფი არის "პრაქტიკოსი" პედაგოგების. მასწავლებლების, რომლებმაც ცოდნა პრაქტიკით შეიძინეს. რაც შეეხება სერტიფიცირებულ პედაგოგებს მათ პირდაპირ "წარჩინებული" პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ.
ამ ეტაპზე მხოლოდ, საგანში მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე გამოცდილი პედაგოგებს მიენიჭებათ მკვლევარი მასწავლებლის სტატუსი.
აქ სწორედ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ეხება პროცესს რომელიც იქნება ერთჯერადი, როგორ მოხდება ახალ სისტემაზე გადასვლა. კატეგოირაში მასწავლებლის შესასვლელად, ვინაიდან დღემდე არ გვაქვს მათი პროფესიული საქმიანობის შეფასების მონაცემები, განათლების სისტემა დაეყრდნობა ორ ობიქტურ მახასიათებელს:
1. აკადემიური განათლება - ხარისხი
2. სერტიფიცირებულია თუ არა
მომავალში ყველა მასწავლებელს, მიუხედვად იმისა, ბაკალვრია თუ დოქტორი, ნებისმიერი საფეხურის მიღწევა შეუძლია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების საფუძველზე. მთავარი კრიტერიუმი მასწავლებლის შეფასებისას, ახალი სქემის ამოქმედებისთანავე გახდება მისი პრქტიკული საქმიანობა კლასში და ბავშვების წარმატება.
-ბატონო კახა, სასერტიფიკაციო გამოცდები მომავალში საერთოდ გაუქმდება?
-სერტიფიცირება- გამოცდა, როგორც მასწავლებლის უფლების მოპოვების იურიდიული ფორმა გაქრება, მაგრამ გამოცდა, როგორც საჭირო კრედიტების დაგროვების ალტერნატიული ფორმა ( რათა პედაგოგი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან გადავიდეს წარჩინებული პედაგოგის საფეხურზე) დარჩება. თუმცა უფრო მაღალი სტატუსის მისაღებად გამოცდას ვერ გამოვიყენებთ, რამეთუ დასადასტურებელ კომპეტენციებს ის ვერ გაზომავს. მესამე და მეოთხე საფეხურზე პედაგოგმა ისეთი უნარ-ჩვევები უნდა გამოავლინოს, რომელიც უბრალოდ გამოცდით არ მოწმდება.
-მაშინ როგორ მოხდება პედაგოგის კატეგორიის განსაზღვრა და როგორ გადავლენ ისინი მომდევნო საფეხურზე?
-შეფასების სისტემა განხილვის პროცესშია. ახალი სტანდარტის საფუძველზე შეიქმნება შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც იქნება ერთიანი როგორც თბილისის ასევე, ვთქვათ, წალენჯიხის სკოლის პედაგოგისთვისაც, ანუ ერთი იქნება ყველა მასწავლებლისათვის. ამ სახელმძღვანელში გაწერილი იქნება პროცედურები და კრიტერიუმები, შეფასების რუბრიკები, როგორ და რამდენი კრედიტით უნდა შეფასდეს პედაგოგის სხვადასხვა აქტივობა.სავარაუდოდ, პირველი -პედაგოგი მოახდენს ამ სახელმძღვანელოს მიხედვით თვითშეფასებას. მეორე მასწავლებელს შეაფასებს სკოლა და მესამე იქნება გარე დაკვირვება და შეფასება. თუ სამივე შეფასება ერთმანეთს დაემთხვა (დადებითი კუთხით) მაშინ დავრწმუნდებით, რომ შეფასება ობიქტურია. თუ არ დაემთხვა, გარე დაკვირვება მოხდება კიდევ რამდენჯერმე. ასევე იქმნება საინფორმაციო დახურული სისტემა, სადაც ყველა პედაგოგის ელექტრონული პორტფოლიო მოიყრის თავს. იქ შეგროვილი ინფორმაციის შეჯერების შედეგად გადაწყდება, დააგროვა თუ არა სათანადო კრედიტების რაოდენობა და გადავა თუ არა მასწავლებელი შემდეგ ეტაპზე. გამოიკვეთება რა პრობლემები აქვს და რაზე უნდა იმუშაოს.
ეს არის ერთ-ერთი სავარუდო აღწერა როგორი შესაძლებელია იყოს შეფასების პროცესი. ამჟამად სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა.
-როგორ და რის მიხედვით მოხდება კრედიტების დაგროვება?
აი, აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს
სასწავლო პროცესი
• საგაკვეთილო პროცესი
• პროექტი
• სსსმ მოსწავლესთან მუშაობა
• კვლევა
• კლასგარეშე აქტივობა
• სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება
• პროფესიული ორიენტაცია
• სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა
• სასწავლო რესურსის შექმნა
• მოსწავლეთა მიღწევები
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
• ტრენინგი
• სტაჟირება
• აკადემიური კურსები
• კოლეგებთან თანამშრომლობა
• კონფერენცია
• ექსპერტ-კონსულტანტობა
• პედაგოგიური პრაქტიკის მეურვეობა
• პროფესიული ლიტერატურის შექმნა
• საგნობრივი ტესტის ჩაბარება
• სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა
- ყველაფერს შესაბამისი კრედიტი მიენიჭება. "პრაქტიკოსმა" პედაგოგმა წინ წასასვლელად სამ წელიწადში 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, "წარჩინებულმა"- 32, "მკვლევარმა " - 40
- რამდენი წელი სჭირდება "პრაქტიკოს" პედაგოგს, რომ "მენტორი" გახდეს და შესაძლებელია თუ არა, რომ რომელიმე კატეგორიიდან ჩამოქვეითდეს?
პრაქტიკოს მასწავლებელს ეძლვა სამი წელი იმისთვის რომ დააგროვოს 24 კრედიტი და გახედეს წარჩინებული მასწავლებელი. კატეგორიის შესანარჩუნებლად უნდა დააგროვოს მინიმუმ 14 კრედიტი. წარჩინებულ მასწავლებელს ეძლევა 4 წელიწადი რომ დააგროვოს 32 კრედიტი რომ გახდეს მკვლევარი მასწავლებელი ან დააგროვოს 24 კრედიტი კატეგორიის შესანარჩუნებლად. მკვლევარ მასწავლებელს ეძლევა 5 წელიწადი, რომ დააგროვოს 40 კრედიტი ან დააგროვოს 32 კრედიტი კატეგორიის შესანარჩუნებლად.
ასევე, იარსებებს დაჩქარებული გავლის შესაძლებლობა, ყველა კატეგორიის მასწავლებელს შეუძლია 2 წელიწადში თავად დააყენოს საკითხი შეფასების შესახებ, თუ თვლის, რომ ის უკვე მზად არის. შესაბამისად, შესაძლებელია მასწავლებელმა, რომელიც სერიოზულად მუშაობს საკუთარ თავზე, კარიერული ზრდის სრული გზა 6 წელიწადში გაიაროს.ვინაიდან შემოდის კატეგორიის შენარჩუნების მცნება, ე.ი. მინიმალური კრედიტების ვერ დაგროვების შემთხვევაში მასწავლებელი კარგავს კატეგორიას.
კატეგორიის შენარჩუნებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ შემდეგზე, რა არის ამ სისტემის მიზანი? სწავლა/სწავლების ხარისხის განვითარება, რისი საფუძველიც არის მასწავლებლის მუდმივი პროფესიული განვითარება.
დააკვირდით შესაფასებელ აქტივობებს, მათი უმეტესობა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის სავალდებულო აქტივობებია. ვინ არის საკვანძო შემფასებელი? სკოლა!
თუ სკოლის, კოლეგების და დირექციის შეფასება აფიქსირებს, რომ მასწავლებელი მინიმალურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს ხარისხიანად, და თუ ამას გარე შეფასებაც ადასტურებს, რა თქმა უნდა მასწავლებელი კარგავს კატეგორიას.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ თუ რას ნიშნავს - "მასწავლებელს ეძლევა 3 წელი, 4 ან 5 წელი". ეს ნიშნავს რომ მასწავლებელი ჩართულია პროფესიული განვითარების უწყვეტ პროცესში. თუ, ვთქვათ, სამწლიანი პერიოდის სასწყის ეტაპზე, დაკვირვება გაკვეთილზე გამოავლენს პრობლემებს მასწავლებლის საქმიანობაში, მას ეძლევა განმავითარებელი შეფასება და გაეწევა დახმარება სრულყოს საკუთარი საქმიანობა. თუ მასწავლებელი იმუშავებს თავის თავზე ის უპრობლემოდ დააგროვებს მინიმალურ კრედიტებს, მაგრამ თუ დახმარების მიუხედავად ჩვენი კოლეგა ვერ ახერხებს პროფესიული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებას ის ვერ შეინარჩუნებს კატეგორიას. ვფიქრობ ეს სამართლიანია, პირველ რიგში მოსწავლეების მომავალზე ზრუნვიდან გამომდინარე.
-რაც შეეხება ხელფასებს -როგორ მოხდება ანაზღაურების გადანაწილება?
-ჯერ ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. წინ სასერტიფიკატო გამოცდებია. ამის შემდეგ გაირკვევა რამდენი პედაგოგია სერტიფიცირებული და მოხდება მასწავლებლების ორ დიდ ჯგუფად დაყოფა. არასერტიფიცირებული "პრაქტიკოსები" და მეორე ჯგუფი სერტიფიცირებული "წარმატებული" პედაგოგები. ვვარაუდობ, რომ ამის შემდეგ დადგინდება სხვაობის ბიჯი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასს შორის სხვაობა აუცილებელია მნიშვნელოვანი იყოს, რათა მეტი იყოს მოტივაცია .
-დიფერენცია სახელწოდების და ხელფასის გარდა იქნება თუ არა საგაკვეთილო საათების მიხედვითაც?
-ამ საკითხზე დიდი კამათი მიდის. ჯერ არ არის ასეთი დიფერენცია თუმცა, მე სუბიექტურად ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა იყოს.
-რაც შეეხება სადამრიგებლო კლასებს - ყველა კატეგორიის პედაგოგს ექნება უფლება იყოს დამრიგებელი?
-დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი დიფერენციაცია, ვფიქრობ, ვერ მოხდება. ჯერ მაგ დონეზე არ ვართ. თუმცა მომავალში შეიძლება ეს საკითხიც ჩაიდოს სტანდარტში. ამ ეტაპზე უბრალოდ არ გვყავს იმდენი "წარჩინებული" პედაგოგი, რომ სადამრიგებლოები მხოლოდ მათზე გადანაწილდეს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, მომავალში, როცა სხვადასხვა კავლიფიკაციის მასწავლებლები ოფიციალურად გვეყოლება, დამრიგებლობა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელს ვანდოთ.
-რაც შეეხება სკოლის დირექტორებს, სასწავლო ნაწილის გამგეებს ისინი აუცილებლად "მენტორები" უნდა იყვნენ? თუ "პრაქტიკოს" მასწავლებელსაც შეეძლება დირექტორი გახდეს?
-ეს მომავლის საკითხია. შესაძლოა ასეც მოხდეს. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ კარიერული ზრდა ამ საკითხსაც მოიცავს და სისტემაში თანამდებობებზე მაღალი კატეგორიის პედაგოგები დაინიშნებიან მომავალში.
-რა ხელისშემშლელ ფაქტორებს ხედავთ - რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას?
-საფრთხეები დანერგვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას. არ ვიცით, რამდენად მზად იქნება სკოლა სტანდარტის მისაღებად. მნიშვნელოვანია ცვლილებების კარგი გააზრება, სწორად ინფორმირება, კარგი იქნება რომ პროცესი ფართომაშტაბიანი პილოტირებით დაიწყოს. ჩვენ უკვე ვცადეთ აგვემაღლებინა სწავლების ხარისხი სკოლაში პრაქტიკული საქმიანობის შეფასების გარეშე, მხოლოდ სერტიფიცირებით და წრეში ჩავიკეტეთ. ეს არის საქმე რომელიც პრაქტიკაში ისწავლება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს თავზე დავეცეთ შეცდომების აღმოსაჩენად. ჩვენი მიზანია სწავლის ხარისხის გავაჯანსაღოთ და არა პედაგოგები დავსაჯოთ. მასწავლებლებმაც უნდა გაიგონ, რომ ისინი პროცესების თანამონაწილეები არიან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეფასებაში სკოლის მონაწილეობა და თვითშეფასების ელემენტის გაძლიერება. შეფასება გრძელვადიანი პროცესი ხდება, რომელიც მოიცავს საჭიროებების დადგენას და პროფესიული დახმარების გაწევას. მთავარი კითხვა არის, როგორ შეძლებს სკოლა ეფექტურად აამუშაოს საკუთარი ხარისხის მართვის მექანიზმები? მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. შეუძლებელია, 60 000 მასწავლებლის ცენტრალიზებული შეფასება და მართვა. ეს ხარისხს ვერ მოგვცემს!
-თუმცა, სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მოსაზრებებს თუ დავეყრდნობით, პედაგოგები სიახლეს სიხარულით ნამდვილად არ ხვდებიან...
-მესმის მათი წუხილი, მაგრამ არ მესმის არგუმენტები. ამბობენ, რომ სულ გამოცდების რეჟიმში არიან, მაგრამ განა განათლების პროცესი შეფასების გარეშე წარმოგიდგენიათ? მაშინ მოდით ბავშვებსაც ნუ გამოვკითხავთ ყოველდღიურად. სახელმწიფო დგამს ნაბიჯს პედაგოგისკენ. პირდებათ, რომ თუ მაჩვენებ კარგ პრაქტიკას, წახვალ წინ და ამის პირობას დებს კანონის დონეზე. აკანონებს ვალდებულებას. ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლები კითხულობენ როდის მოგვემატება ხელფასები? ახალი სისტემა კი გეუბნება განვითარდი პროფესიაში, მაჩვენე შედეგები და ხელფასიც მოგემატება.
-ჩვენ ინტერესით ვისმენთ არგუმენტებს, საინტერესოა მას შემდეგ რაც დამტკიცდა ახალი პროფესიული სტანდარტი, რა კრიტიკული შენიშვნები აქვთ მასწავლებლებს. სტანდარტის მუხლის, სტანდარტის კონკრეტული ამონარიდის მითითებით. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა, ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინეთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ სქემის საბოლოო ვარინტში.
- სოციალურ ქსელებში, ჩემი აზრით, სამი ძირითადი კრიტიკული პოზიცია დომინირებს:
- 1. როგორი იქნება ხელფასი? შეიძლება ასეთი დაბალი ხელფასის პირობებში ასეთი მაღალი მოთხოვნების დაყენება?
- 2. ვინ შეგვაფასებს? გვყავს გამოცდილი და ავტორიტეტული შემფასებლები?
- 3. სცალია მასწავლებელს მადენი ქაღალდომანიისათვის? გაკვეთილების ჩატარებას თავი დავანებოთ და კრედიტები ვაგროვოთ?
- პირველი, ვეთანხმები, რომ სათანადო მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია. ამავე დროს არ მგონია უხარისხო გაკვეთილს ამართლებდეს მცირე ხელფასი.
- მეორე - შემფასებელი უნდა იყოს კვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებელი. თუ ჩვენს ქვეყანაში, თითოეულ რეგიონში არ გვეგულება 20 ასეთი მასწავლებელი, მაშინ აქვს კი აზრი საერთოდ სკოლების ფუნქციონირებას? ასე რომ რა თქმა უნდა კვალიფციური კადრები გვყავს! მთავარია მათი ობიექტური და სამართლიანი შერჩევა და სისტემა იმუშავებს.
- მესამე - დააკვირდით შესაფასებელ აქტივობებს, მასწავლებელს კრედიტების დასაგროვებლად ხარისხიანი პროფესიული საქმიანობის ჩვენება დასჭირდება და არა დამატებით მუშაობა გაკვეთილების შემდეგ. სისტემა დააკვირდება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობს და არ მოიგონებს დამატებით საქმეების "ცხოვრების გასამწარებლად". დოკუმენტაცია კი უნდა იყოს მინიმაულრად აუცილებლი რაც არის. თუმცა, დოკუმენტაციის გარეშე როგორ შეიძლება შეფასება ამას ოპონენტებისგან სიამოვნებით მოვისმენდი.
commersant.ge
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის
მეორე ეტაპის (საჯარო
სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის
კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების
განრიგს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 26 აგვისტოს.
გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
დარჩენილი კონკურსანტების
გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
ქალაქ თბილისის
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებები დასრულდება 2014
წლის 27 აგვისტოს.
mes.gov.ge
Sunday, August 24, 2014
35 500 აბიტურიენტიდან 26 000 სტუდენტი გახდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. გამოცდებში მონაწილე 35 500 აბიტურიენტიდან 26 000 სტუდენტი გახდა.
ამათგან სახელმწიფო დაფინანსება, 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა. ამ რიცხვში არ შედის იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ
ცნობისთვის, წელს საკონკურსო ადგილების რაოდენობა 45 000 იყო.
აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ნედლ ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, ე.წ. გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ნედლ ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, ე.წ. გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით
Saturday, August 23, 2014
სოციალური პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს დააფინანსებს
სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო
პროგრამებზე ჩარიცხულ ბაკალავრებს და მაგისტრანტებს დააფინანსებს, რისთვისაც ბაკალავრებისთვის
2
520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის
205
000 ლარია გამოყოფილი.
დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების
მოსაპოვებლად, ბაკალავრებმა
განცხადება
თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით,
ხოლო მაგისტრანტებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა
წარადგინონ.
ბაკალავრიატში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა
აქვს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის
რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრებ სტუდენტებს; ოკუპირებული
ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს; ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლებს; საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლებში
დაღუპულთა შვილებს; კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის
შთამომავლებს; ობოლ (უდედმამო) სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი
და მეტი შვილით)
წევრებს; შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებს; სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების
სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია
70 000-ზე; სტუდენტებს, რომლებიც
იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ.
მაგისტრატურაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა
აქვს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის ბრძოლებში
დაღუპულთა შვილებს; შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებს; სოციალურად დაუცველ მაგისტრანტებს,
რომელთა ოჯახების
სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია
70 000-ზე.
დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge
გთავაზობთ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების შესახებ (ჩარიცხვები, გრანტები)
აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ნედლ ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, ე.წ. გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით
გისურვებთ წარმატებას!
naec.ge
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, ნედლ ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, ე.წ. გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
ჩარიცხულთა რანჟირებული სია ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით
გისურვებთ წარმატებას!
naec.ge
Friday, August 22, 2014
დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი
კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის
კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც
გაიმართება 2014 წლის 24 აგვისტოს. გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
mes.gov.ge
წამლის საძიებელი
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.moh.gov.ge) წამლის საძიებელი პორტალი ამოქმედდა. პორტალზე შესვლა შესაძლებელია წარმოდგენილი ბმულის მეშვეობით. საძიებო გრაფაში ნებისმიერი მედიკამენტის სახელწოდების შეყვანისთანავე (ქართული ან ლათინური შრიფტით) მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ამ პრეპარატზე, მათ შორის რეცეპტურის შესახებ.
>> დააჭირეთ ტექსტს და გადადით საძიებელ პორტალზე
ssa.gov.ge
>> დააჭირეთ ტექსტს და გადადით საძიებელ პორტალზე
ssa.gov.ge