Tuesday, August 26, 2014

ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს

სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა, შეიცვალოსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს.
 როგორც გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლებში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის და სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება.
“ჩვენთან სასწავლო წელი 34 -კვირიანი იყო. გადავდივართ 36- კვირიან სასწავლო წელზე. შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები სწავლის დაწყებისა და დასრულების ვადაში, რა თქმა უნდა, იქნება. სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება, შესაბამისად, გადანაცვლება მოხდება და ალბათ, სწავლა დაიწყება უფრო ადრე. განისაზღვრება ვადები. მუშაობენ ექსპერტები, რათა გაითვალისწინონ ყველა გარე და შიდა ფაქტორი, რაც შეიძლება სასწავლო წლის დაწყების განმსაზღვრელი იყოს”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

geworld.ge

No comments:

Post a Comment