Tuesday, August 26, 2014

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N84/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი( 15 სექტემბერი), ხოლო დასრულების თარიღად - 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი (12 ივნისი).
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 2015 წლის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდება 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

ზამთრის არდადეგები დაიწყება 2014 წლის 30 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2015 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment