Friday, August 8, 2014

მაია მიმინოშვილი: მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების გაუქმება პედაგოგთა შეურაცხყოფაა!

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაზეთ „რეზონანსთან" მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცხების  გაუქმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პედაგოგებს შეურცახყოფას აყენებს.


ეს არის არა მარტო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მისამართით არასწორად გაკეთებული განცხადება, არამედ იმ მასწავლებლების შეურაცხყოფაც, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გამოცდა, დაადასტურეს საკუთარი კომპეტენცია და თურმე ეს არაფერი ყოფილა.  როცა ამბობენ, რომ არ ვარგოდა ეს გამოცდები, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანებს აყენებ შეურაცხყოფას", - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.


მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების გაუქმებაზე აქტიური საუბარი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მიზეზი პირდაპირ არ სახელდებოდა, მაგრამ ყველა იმას მიიჩნევდა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაში შარშან ბევრი ჩაიჭრა (დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების 93,5% ფიზიკის მასწავლებელთა 96%). მაშინ სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმაზე შეთანხმდა, რომ გამოცდები არათუ გაუქმდებოდა, მას კიდევ ერთი კომპონენტი - მასწავლებლის პარაქტიკულ ნაწილში შეფასება უნდა დამატებოდა, ის, თუ რა ფორმით, ეს უკვე სამინისტროს უნდა შეემუშავებინა.

რას ნიშნავს, უქმდება?! ყოველთვის ვამბობდი, რომ ის რაც ტარდებოდა მასწავლებელთა შეფასებისთვის, არასაკმარისი იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ვამბობდი, რომ მრავალკომპონენტიანი უნდა იყოს შეფასება და ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმას, თუ როგორია მასწავლებელი კლასში, რაც არ განხორციელებულა. ახლა ჩვენი ცენტრი აკეთებს ამას მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მალე ესეც მზად გვექნება", - აცხადებს მიმინოშვილი.
reportiori.ge

No comments:

Post a Comment