განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, სკოლები ვალდებულები გახდებიან, მასწავლებელთა შერჩევის დროს დაიცვან წესი, რომელიც მალე ამოქმედდება - სკოლამ ვაკანტურ პოზიციაზე უნდა გამოაცხადოს კონკურსი. სკოლის დირექტორმა უნდა შექმნას საკონკურსო კომისია, რომელშიც შევლენ სამეურვეო საბჭოს წევრები და შესაბამისი კათედრის მასწავლებელი.
„პროცესი უნდა წარიმართოს გამჭირვალედ. ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილდებს ცენტრალიზებულად დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სკოლაში უნდა შექმნას წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც შეარჩევს სკოლისთვის საუკეთესო კანდიდატს“ - განუცხადა „ლიბერალს“ ლია გიგაურმა.
liberali.ge
No comments:
Post a Comment