კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება სტუდენტები დააფინანსოს, ამისთვის კი 6 მილიონ ლარამდე გამოყოს.
აღნიშნული ინიციატივით განათლებისა და მეციერების სამინისტრომ, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს მიმართა. დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს.
კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამ ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, ავტონომია თავად განსაზღვრავს ნორმატიული აქტით იმ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
“სახელმწიფო გრანტების მოცულობა არის შეზღუდული. მე ვაწყდები სტუდენტებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ ყველგან, ვისაც აქვს დაფინანსების პრობლემა. ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით მისასალმებელია. პირველი მოსმენით გავიარეთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები. პირველ რიგში აჭარის სტუდენტებისთვის ნამდვილად სასიხარულო ახალი ამბავი გვაქვს. აღნიშნული კანონპროექტით აჭარის მთავრობას უფლებამოსილება მიენიჭება დამატებითი ფინანსური რესურსებით დაეხმაროს სტუდენტებს უმაღლესი განათლების თანადაფინანსებაში. მოგეხსენებათ, რომ მოქმედებდა სახელმწიფო გრანტების ერთიანი სისტემა. ამჯერად აჭარის მთავრობამ გამოთქვა სურვილი, რომ მიეცემოდათ კანონით უფლებამოსილება თანადაფინანსების სისტემაში მიეღოთ მონაწილეობა.
„ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთ წელიწადში 6 მილიონი ლარის მოცულობაზეა საუბარი. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სტუდენტებს, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის უმაღლესი განათლება. ეს უმაღლესი განათლების ყველა საფეხურს ეხება, ხოლო კონკრეტული კრიტერიუმი იქნება აჭარის მ\ტავრობს მიერ განსასაზღვრი, ბაკალავრებს დააფინანსებს მაგისტრებს თუ დოქტორანტურის სტუდენტებს. ჩვენ შეიძლება 2017-18 სასწავლო წლისთვის მოვასწროთ აღნიშნული ცვლილება. თუ ვერ მოესწრო მომდევნო ეროვნული გამოცდებისთვის ეს თანადაფინანსების სისტემა ამოქმედდება,”-განაცხადა ჯაშმა.
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment