აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას.
რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
აღინიშნა ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც მას რეგიონულ ცენტრად აქცევს.
ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”. შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
კვირიკაშვილმა ასევე დასძინა, რომ შეხვედრა საინტერესო და საქმიანი იყო.
"ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი და გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და მათი გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, საქმიანი, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან მაიკ პენსთან, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ რონ ჯონსონთან, კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორ კრის მერფთან და სენატორ ჯინ შაჰინთან. პრემიერი ასევე შეხვდა აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს.
newposts.ge
No comments:
Post a Comment