შსს-მ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა [ვიდეო]
შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ერთ-ერთი დაკავებულის ბაბუას, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ."-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმაორივე თბილისში დააკავა. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).
No comments:
Post a Comment