Monday, May 8, 2017

მდინარე ბჟუჟში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო

ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო. სავარაუდოდ, მდინარეზე ნავით დაშვების დროს, მამაკაცს ნავი გადაუბრუნდა და დაიღუპა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი ნაპოვნია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
შსს-ს ცნობით, ტარდება ექსპერტიზა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment