შეგახსენებთ, რომ, შაბათს, 6 მაისს, დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ მან აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო ბანკს, გაეროს ბავშვთა ფონდს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და გაეროს ფონდს. ეს ორგანიზაციები ნაურუს ეხმარებოდნენ.
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მათი ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საქართველოსგან წართმეული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას შეუერთდა ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ. ტუვალუმ და ვანუატუმ, მოგვიანებით, თავიანთი აღიარება უკან წაიღეს.
on.ge
No comments:
Post a Comment