Friday, May 12, 2017

გიორგი მარგველაშვილი ირაკლი კობახიძეს - იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, ბარემ დიპლომი მომეცი (ვიდეო)

ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს გაესაუბრნენ.

პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმართა - "იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, დიპლომი მომეცი ბარემ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვით გაიხსნა.

კონსტიტუციის სახალხო-საყოველთაო განხილვას, რომელიც დღეს თელავში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად არ დაესწრება.


No comments:

Post a Comment