საბერძნეთში, სალონიკთან მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. სარკინიგზო კომპანია TRAINOSE-ში აცხადებენ, რომ შემთხვევისას, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი მძიმედაა დაშავებული, ოთხი კი, კლინიკაში მსუბუქი დაზიანებებით მოხვდა.
ათენი-სალონიკის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან რამდენიმე საათის წინ გადავიდა. მედიის ცნობით, მატარებელში ასამდე მგზავრი იმყოფებოდა.
ფოტო: ASSOCIATED PRESS
1tv.ge
No comments:
Post a Comment