Sunday, May 7, 2017

ბელგიის მაუწყებლის ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონი გაიმარჯვებს

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანეულ მაკრონი გაიმარჯვებს. "ცენტრისტების" ლიდერი ემანუელ მაკრონი 60%-ით ლიდერობს, ხოლო მის კონკურენტს, მარინ ლე პენს ხმების 40% ერგო. 
ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეგზიტპოლის მონაცემები არჩევნების პირველ ტურში, რეალურ შედეგებთან ყველაზე ახლოს იყო. 
​ამ დროისათვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველს მეორე ტურში ორ კანდიდატს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. ესენი არიან: ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment