პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აბდულ ჰასიდის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. BBC-ის ინფორმაციით, ისლამისტის გასაუვნებელყოფად ოპერაცია ავღანეთისა და შეიარაღებული ძალების სპეცრაზმებმა ერთობლივად აპრილის მიწურულს განახორციელეს. თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. აბდულ ჰასიდს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალზე, 8 მარტს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პენტაგონის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ორი ამერიკელი რეინჯერი დაიღუპა.
imedinews.g
No comments:
Post a Comment