ასპინძის სკოლის მოსწავლე ამერიკულმა უნივერსიტეტმა 80 000 დოლარით დააფინანსა
რატი ზედგინიძე ასპინძის სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. XII ბ კლასის მოსწავლემ TOEFL -ის და SAT -ის გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მიღებული შედეგებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვირჯინიის შტატის ქ.დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 
უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით რატი ზედგინიძე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე, 20 000 ამერიკული დოლარით დაფინანსდა, რაც ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 80 000 აშშ დოლარს შეადგენს.
წყარო: etaloni.ge
 
 
 
          
      
 
  
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
No comments:
Post a Comment