რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში 120 ტაჯიკი, ჩრდილოკავკასიელი და ერაყელი ტერორისტი გაანადგურეს. ასევე ლიკვიდირებული60 დაქირავებული მებრძოლი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დარტყმების შედეგად აბუ-ქემალის რაიონში განადგურებულია საყრდენი პუნქტი და 40-მდე ტაჯიკი და ერაყელი ტერორისტი. დასახლებული პუნქტის მეიადინის რაიონში განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი და 80-მდე ტერორისტი, მათ შორის 9 ჩრდილოკავკასიელი“,- აღნიშნა გენერალმა.
რუსეთმა სირიაში ისლამისტების პოზიციები ბოლოს 8 სექტემბერს დაბომბა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო იერიშს ქალაქ დეირ-ელ-ზორთან 40 ტერორისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ლიკვიდირებულია ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment