Sunday, October 8, 2017

შსს-ს 195-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 195-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიების პარალელურად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 104 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.
ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალწვეულების ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი და სასწავლო შენობები დაათვალიერეს.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, წვევამდელები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. 
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment