Thursday, October 5, 2017

საგამოძიებო სამსახურმა ძვირფასი ქვების შემოტანისთვის 3 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი მისცა პასუხისგებაში. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო - საავტომობილო“- ს გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოიტანას ცდილობდნენ.
ამოღებული ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment