დღეს, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლები, რომლებიც ყინწვისში, ცნობილი ფრესკების სანახავად ექსკურსიაზე გაემგზავრნენ, ეკლესიის ეზოდან უკან გამოაბრუნეს. 10-11 წლის გოგონები ტაძრის დასათვალიერებლად იმ მიზეზით არ შეუშვეს, რომ მათ შარვლები ეცვათ. ამის შესახებ “ფოსტალიონს” ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მოუთხრო. მისი თქმით, ტაძრის შესასვლელში აგრესიულად განწყობილმა სასულიერო პირმა მათ განუცხადა, რომ “აქ ექსკურსიაზე კი არა, სალოცავად უნდა ჩამოსულიყვნენ და ნორმალურად უნდა ჩაეცვათ”. როგორც მოსწავლის მშობელმა გვითხრა, მათ იმის ნებაც არ დართეს, რომ შარვალზე შარფი შემოეხვიათ ( როგორც ეს სხვა ეკლესიებშია მიღებული) და ტაძარში ასე შესულიყვნენ.
“2 საათიანი გზა ბავშვებმა ტაძრის და ცისფერი ანგელოზის ცნობილი ფრესკის სანახავად გაიარეს. როგორც აღმოჩნდა, ტაძარი მოქმედია და მიუხედავად იმისა, რომ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმის გამო, რომ ამ სიცივეში ბავშვებს კაბები არ ეცვათ, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ყინწვისი სრულიად ერის საკუთრებაა და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენმა ბავშვებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. რატომ უნდა დახშონ კარები მნახველებისთვის. არ მესმის რა უფლება აქვთ?!. თავად როცა ჭირდებათ, საუკუნეების ძეგლებს კონდიციონერებით ამახინჯებენ და ლიფტებს ადგამენ. “-გვითხრა გოგონას მშობელმა.
დღეს, ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეებიდან კაბა არცერთ გოგონას არ ეცვა, თუმცა, როგორც გაირკვა, ყინწვისის ეკლესიაში შესასვლელ დრესკოდს ყველანაირი კაბა არ უდგება- დაუშვებელია ე.წ. დეკოლტე და სარაფანი . მოკლედ, შესაფერისი ტანსაცმელი არც მასწავლებელს აღმოაჩნდა, ბიჭებმა კი სოლიდარობის ნიშნად არ ისურვეს ექსკურსიის გაგრძელება. რაც შეეხება ერთ-ერთი მოსწავლის 4 წლის დას, რომელმაც ეკლესიის ზღურბლზე გადაბიჯება უნებართვოდ მოინდომა, მღვდელმსახურის მიერ უკან იქნა გამოძევებული, რადგან ე.წ. “ელასტიკი” ეცვა.
“ეი, ეი შენ, სად მიდიხარ, გამოდი გარეთ ეხლავე!”- ასე უყვიროდნენ ჩვენი კლასელის 4 წლის დას- გვითხრა ექსკურსიიდან დაბრუნებულმა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლემ.
postalioni.com
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteვინც ამ განცხადებას ავრცელებთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ხართ ეკლესიის მტრები!!!!!!! უსირცხვილო დედებო, რომლებსაც ის ვერ გაგიათ, რომ შვილები სიწმინდეებთან ნორმალურად შემოსილები მიიყვანოთ, ხმის ამოღებასაც ბედავთ?? თქვენნაირი დედების ხელში ცა რომ თავზე არ გვექცევა, დიდება უფალს და მადლობა იმ მამებს, რომლებიც თქვენნაირი უზნეოებისთვისაც ლოცულობენ, რადგან სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ თქვენც ქართველებად იწოდებით! სირცხვილით საერთოდ ხმას როგორ იღებთ? იქნებ თქვენმა უტვინო თავმა შეიგნოს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ტაძარი ღამის კლუბი და რესტორანი არ არის, რომ შიშველ-ტიტვლებმა იაროთ იქ! უსირცხვიოლებო, როგორ არ ჩაძვერით მიწაში სირცხვილით, როცა სასულიერო პირებმა ასეთი ელემენტარული შენიშვნა მოგცეს? დაფიქრდით! თავი მარტო ბალიშზე დასადებად არ მოუცია თქვენთვის უფალს!
ReplyDelete