მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა 3.70 ქულით. ინდექსი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, საქართველომ 1 პოზიციით წინ წაიწია - 2015 წელს საქართველო 71-ე ადგილზე იყო 3.68 ქულით. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
მაქსიმალური ქულა - 7 არც ერთ ქვეყანას აქვს.
სიაში ყველაზე მაღალი ესპანეთს - 5.43 ქულა აქვს. მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე გერმანია. კვლევა 136 ქვეყანას მოიცავს და ბოლო ადგილს იემენი იკავებს. ინდექსში საქართველოს მეზობლები იამაიკა და აზერბაიჯანია.
ინდექსი 14 კონპონენტისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი - 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი ქულა (6.0 ქულა) აქვს უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (1.6 ქულა) აქვს კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის მხრივ და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მხრივ (2.2 ქულა).
წელს ზამთრის კურორებზე ტურისტების დიდ ნაკადს ელოდებიან. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის - ალექსანდრე ონოფრიშვილის თქმით, წინასწარი ჯავშნები მოწმობს, რომ წლევანდელი წელი რეკორდული იქნება.
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment