Friday, October 6, 2017

მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა


მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის და ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილი მეუღლის ქმარს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ დამნაშავემ 2016 წლის 3 ივნისს ყოფილეს მეუღლე სცემა. 
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2017 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე (მკვლელობის მცდელობა), 111-120-ე (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,"- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment