Thursday, October 5, 2017

Android-სმარტფონებზე iPhone X-ის მთავარი უპირატესობა დასახელდა

კომპანია KGI Securities-ს ანალიტიკოსმა მინ ჩი კუომ, განაცხადა, რომ Apple-ის კონკურენტებს კომპანიის დასაწევად სულ მცირე 2,5 წელი სჭირდება. ამის შესახებ გამოცემა MacRumors-ი წერს. 
სპეციალისტის თქმით, TrueDepth-ის ფრონტალური კამერა Apple-ს, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ლიდერად აქცევს. ეს ფაქტორი, Hi-End-ის ბაზარზე, iPhone-ების გაყიდვების გაზრდას უზრუნველყოფს 2018-დან 2019 წლამდე. მინ ჩი კუოს თქმით, წლის ბოლომდე Apple 35 მილიონამდე iPhone X-ს გაყიდვას შეძლებს. 
TrueDepth-ის კამერა, FaceID-განბლოკვის სისტემის გამოყენების საშუალებას იძლევა, რითაც ამოიცნობა სმარტფონის მფლობელის სახე. 
Apple-მა ახალი აიფონები, მათ შორის iPhone X-ი 12 სექტემბერს წარადგინა.

No comments:

Post a Comment