Wednesday, October 11, 2017
მეუფე პეტრე - წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომა წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯია ეკლესიისთვის, მე კი გაფრთხილება არ მიმიღია
დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, მას გაფრთხილება არ მიუღია.
„ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, დიახ, რა თქმა უნდა, ჩემზეც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment