Friday, October 6, 2017

ღვინის ფესტივალი დღეს თელავში გაიმართება

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალი „თელავინო“ დღეს თელავში გაიმართება. გუშინ კი ღვინის კვირეულს გურჯაანმა უმასპინძლა. პირველი ღვინის ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო, როგორც ოჯახური, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნის მიერ წარმოებული ღვინო. 
„ძალიან სასიხარულოა, რომ გურჯაანიც შემოუერთდა ღვინის კვირეულს. უკვე მეოთხე წელია ვატარებთ საქართველოს მასშტაბით ქართული ღვინის კვირეულს. თავდაპირველად ჩავატარეთ ქართული ღვინის დღე, რომელმაც შემდგომში კვირეულის სახე მიიღო, რადგან მოსახლეობას, მევენახეებს, ღვინის დამფასებლებს აერთიანებს სურვილი, რომ რთველის დასასრული, ეს შესანიშნავი პერიოდი ყველამ ერთად იზეიმოს“ - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა  გიორგი სამანიშვილმა.
ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღეს“ კვირეულის სახე მიეღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment