Monday, October 16, 2017

ანა ფრანკის დღიური კომიქსად აქციეს

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული 15 წლის ებრაელი გოგოს ისტორიაზე ანა ფრანკის ფონდის ორგანიზებით კომიქსი შეიქმნა. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნახატებით ჰოლოკოსტის დროს გარდაცვლილი ანა ფრანკის ისტორიას კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენენ.15 წლის ანა ფრანკი ერთ-ერთია იმ მილიონ-ნახევარ ებრაელ მოზარდსა და მცირეწლოვანს შორის, ვინც ნაცისტებმა ჰოლოკოსტის დროს მოკლეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ანა ოჯახთან ერთად ამსტერდამში იმალებოდა. სწორედ იმ ორი წლის განმავლობაში დაწერა მან დღიური, რომელიც დღემდე მსოფლიო ბესტსელერადაა აღიარებული.მესამე რაიხის ჯარისკაცებმა ანა ფრანკი და მისი ოჯახის წევრები 1944 წელს დააპატიმრეს. ებრაელი გოგო 1945 წელს გერმანიაში, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში მუცლის ტიფით გარდაიცვალა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment