Friday, October 6, 2017

რუს ჯარისკაცებს ინტერნეტში სელფების განთავსება აუკრძალეს


რუს ჯარისკაცებს ინტერნეტში სელფების განთავსება აეკრძალებათ. კანონპროექტზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზეზად ძალოვან უწყებაში ლოკაციისა და საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვას ასახელებენ.
ინიციატივის სისრულეში მოსვლისთანავე შეზღუდვა პროფესიონალი ჯარისკაცების გარდა, მოკლე ვადით დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეეხებათ. როგორც BBC იუწყება, რუსი ჯარისკაცების მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულმა ფოტო- და ვიდეომასალამ სირიასა და უკრაინაში მათი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არაერთხელ გამოააშკარავა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment