Tuesday, October 10, 2017

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფსიქიატრიის სტაციონარის პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრაძე დაესწრო. 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა სამუშაო ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარით აზარალებს.
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მთავარი გზავნილია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებმა იცხოვრონ დამოუკიდებელი ცხოვრებით, მოითხოვონ საკუთარი უფლებების დაცვა, ჩაერთონ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამების შესრულების პროცესში. არსებობს ფაიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სხვადასხვა კატეგორია, რომლებსაც განსხვავებული ჩივილები აქვთ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.
საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზი დეპრესიაა.

No comments:

Post a Comment