აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (თოდუას კლინიკის) დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ 1tv-სთან განაცხადა. მისი თქმით, ფრიდონ თოდუა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ფრიდონ თოდუა 73 წლის იყო. ის ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი იყო. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment