Monday, October 9, 2017

დუბაიში კაცზე შეხების გამო შოტლანდიელი დააკავეს

დუბაიში 27 წლის შოტლანდიელი ჯეიმი ჰარონი დააკავეს, რომელმაც, დუბაის სამართალდამცველების თქმით, ბარში უცხო კაცს ხელი მუხლზე დაადო. მას ბრალი წაუყენეს უხამს ქცევასა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებაში. ინფორმაციას ავრცელებს Sky News-ი. 
ჰარონმა 5 დღე სატუსაღოში გაატარა და ამჟამად მას ეკრძალება ქალაქის დატოვება, სანამ სასამართლო პროცესი არ შედგება. უხამსი ქცევისთვის მას 3-წლიანი პატიმრობა ელოდება. ბრიტანული საელჩო ჰარონს კონსულტაციებს უწევს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment