Wednesday, October 11, 2017

თბილისში ზოგიერთ ქუჩას სახელწოდება შეეცვალა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულებით, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩას სახელწოდება შეეცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ვაკის რაიონში სახელწოდებები შეეცვალათ შემდეგ ქუჩებს:
  • მამია გურიელის ქუჩა გახდა დუდუ დადიანის სახელობის
  • ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა ამბერკი ტაბიძის სახელი ეწოდა
  • მეტროსადგურ "უნივერსიტეტთან" მდებარე უსახელო მოედანს სოხუმის მოედანი დაერქვა
  • სოფ. თხინვალაში, თხინვალას ქუჩასთან მდებარე უსახელო გასასვლელს თხინვალას II გასასვლელის დაერქვა
ნაძალადევის რაიონში სახელწოდებები შეეცვალათ შემდეგ ქუჩებს:
  • თბილისის ზღვასთან მდებარე უსახელო ქუჩას უცნობ გმირთა სახელი მიენიჭა
  • ივერი ფრანგიშვილის ქუჩასთან მდებარე ოთხ უსახელო გასასვლელს და ორ უსახელო ჩიხს მიენიჭა ივერი ფრანგიშვილის სახელი
  •  მუშათა ქუჩას გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის სახელი დაერქვა
  • მიტინგის ქუჩას ეკლესიის სახელი ეწოდა
ისნის რაიონში სახელწოდებები შეეცვალათ შემდეგ ქუჩებს:
  • ბერი გაბრიელ სალოსის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას შოთა ნადირაშვილის სახელი ეწოდა
  • ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას ალექსანდრე როინაშვილის სახელი დაერქვა
ჩუღურეთის რაიონში სახელწოდება შეეცვალა შემდეგ ქუჩას:
  • რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩას მოსე გოგიბერიძის სახელი ეწოდა
დიდუბის რაიონში სახელწოდება შეეცვალა შემდეგ ქუჩას:
  • მოსე გოგიბერიძის ქუჩას რობერტ ბარძიმაშვილის სახელი ეწოდა
სამგორის რაიონში სახელწოდებები შეეცვალათ შემდეგ ქუჩებს:
  • ქინძმარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხს ქინძმარაულის I ჩიხის ეწოდა
  • დიდ ლილოში, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სასროლეთთან მდებარე უსახელო ქუჩას სპორტსმენის ზურაბ მაჩხანელის სახელი ეწოდა
  • წინუბანში, ბეჩოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ნოდარ კვიციანის სახელი დაერქვა
  • საკრებულოს განკარგულების თანახმად სამგორის რაიონში გაგრძელდა გიორგი მაჩაბლის ქუჩა
საბურთალოს რაიონში სახელწოდებები შეეცვალათ შემდეგ ქუჩებს:
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს რობერტ ბარძიმაშვილის სახელი დაერქვა
  • .წ. ქოშიგორას დასახლებაში, უდაბნოს მონასტრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ნიკო ჭავჭავაძის სახელი ეწოდა
  • დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ უსახელო ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან ფირცხელიანის სახელი ეწოდა
გლდანის რაიონში სახელწოდებები შეეცვალათ შემდეგ ქუჩებს:

No comments:

Post a Comment