საუდის არაბეთი რუსეთისგან საზენიტო რაკეტის სისტემა С-400-ს შეიძენს. ამის შესახებ, სამხედრო-ტექნიკური სამსახურის ფედერალურ ბიუროში აცხადებენ.
"ვადასტურებთ, რომ საუდის არაბეთის სამეფოსთან შეთანხმებას მივაღწიეთ. გარდა С-400-სა, ისინი იყიდიან რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Корнет-ЭМ-ს, სისტემა ТОС-1А-ს და კალაშნიკოვის ავტომატებს АК-103-ს", - განაცხადეს პრესსამსახურში.
12 სექტემბერს, საზენიტო რაკეტები რუსეთისგან თურქეთმაც იყიდა.
С-400 "ტრიუმფის"კომპლექსი გამოიყენება სირთულეების შემქმნელი თვითმფრინავების, რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების, სადაზვერვო თვითმფრინავების, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების, ჰიპერბგერითი მიზნებისა და საჰაერო თავდასხმის სხვა თანამედროვე და პერსპექტიული საშუალებების ჩამოსაგდებად.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment