Wednesday, October 4, 2017

NASA მსურველებს საკუთარი სახელების მარსზე გაშვების შანსს აძლევს

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ყველა ადამიანს  შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღოს NASA-ს სიახლეში, რომლის საშუალებითაც, შეგეძლებათ მარსზე გააგზავნოთ საკუთარი სახელი და გვარი. 
ჩანაწერებს მავალი InSight-ი წაიღებს, რომელიც 2018 წლის მაისში გაეშვება და წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდება.  
2015 წელს დაახლოებით 827,000 ადამიანმა გააგზავნა კოსმოსში თავისი სახელი, 2017 წელს კი მსოფლიოს მოსახლეობას ამის შანსი 1 ნოემბრამდე აქვს. 
NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ინჟინრები სახელებს 8 კვადრატულ მილიმეტრიან მიკროჩიპზე დაიტანენ. ჩიპი მავალის ჯავშანზე მიმაგრდება და მარსზე სამუდამოდ დარჩება. 
სახელის ჩასაწერათ გადადით ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment