Wednesday, December 27, 2017

სანკტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები


სანკტ-პეტერბურგში, კონდრატიევის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. 
 

„ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქდა 200 გრამის ეკვივალენტის ტროტილი, რომელიც შემნახველ საკანში იყო მოთავსებული.

ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ipn.ge

No comments:

Post a Comment