Apple-ის ახალი პროდუქტი AirPower-ი, რომელსაც ერთდროულად სამი მოწყობილობის დამუხტვა შეუძლია, მარტის ბოლოდან გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რომელიც საიდუმლო წყაროს ეყრდნობა, Apple-ის დასამუხტი სადგურის სიმძლავრე 28 ვატი იქნება, რაც 3,8-ჯერ მეტია ვიდრე შეუძლია iPhone X-მა მიიღოს. ეს შესაძლოა მომავალში მოწყობილობების დამუხტვის სიჩქარეზე დადებითად აისახოს.
AirPower-ით დამუხტვას Apple-ის ზოგიერთი მიმდინარე პროდუქტი და ყველა ახალი შეძლებს. მათ შორისაა AirPods-ების ახალი ქეისიც, რომელიც ამ პროდუქტთან ერთად უნდა გამოვიდეს. მოსალოდნელია, რომ სიახლის ფასი 199$ იქნება.
Apple-მა AirPower wireless დამტენი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში დაანონსა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment